✨6✨

1.3K 87 0
                                    

ღმერთო, ნუთუ ყოველ შესვლა გამოსვლაზე მას უნდა ვხედავდე?    

- რა თქვი? - მკითხა ნიცამ , თურმე ხმამაღლა მომივიდა ფიქრი.

- არა შენ არაფერი - არ დავიბენი და მალევე ვუპასუხე.

- ნახვამდის სასიამოვნო იყო შენი გაცნობა , მარიტა. - ჩამეხუტა და იმ ბიჭისკენ გაიქცა.

- ასევე  -  დავემშვიდობე და სახლისაკენ წამოვედი. როგორც ვახსენე , ბინა უნივერსიტეტთან ახლოს იყო და გადავწყვიტე ფეხით გამესეირნა. ყურსასმენები მოვიმარაგე და Charlotte Cardin-ის ,, Like it doesn't hurt" ჩავრთე.

ცოტა მანძილის გავლის შემდეგ,ვიგრძენი ვიღაცის ხელი ჩემს მხარზე და შევშინდი. შემოვტრიალდი შეშინებული და თურმე ნიცა ყოფილა.

- მთლიან ხმაზე თუ არ მოუსმენ მაგ სიმღერებს, არ მეწყინება.

- რა მოხდა? - გამიკვირდა მისი აქ დანახვა ის ხომ, იმ ბიჭს გაჰყვა. უცბად ის ბიჭიც შევამჩნიე, მანქანაში მჯდომი.

- რა მოხდა? წამოდი მიგაცილებთ სახლში , თავიდანვე შემოგთავაზებდით ,მაგრამ ისე უცბად გაქრი, ვეღარ მოვასწარით.

- არა მადლობა, არ შეწუხდეთ. აქვე ვცხოვრობ და ფეხითაც მარტივად მივალ.

- ოო , წამოდი რა თან, სადმე გავისეირნოთ. ჩემს ძმას და მის მეგობარსაც გაგაცნობ.

- არ არის საჭირო ნიცა. - ვუპასუხე მე
- ნუ მამეორებინებ. - მიპასუხა გაბუსხული სახით.

- კარგი ხო - დავთანხმდი და მანქანაში ჩავჯექი. ბიჭებს მივესალმე.

- ბიჭებო გაიცანით ეს არის მარიტა როგორც გითხარით - წარადგინა ჩემი თავი.

- სასიამოვნოა მარიტა - ორხმად თქვეს ბიჭებმა.
- ეს ჩემი ძმა ნოეა , ეს კი მისი ძმა და მეგობარი სანდრო - მისი ძმა ყოფილა ის ბიჭი რომელიც მატარებელში ვნახე.
ღმერთო ამდენი დამთხვევები ერთ დღეს რატომ დავიმსახურე.
- სასიამოვნოა - ვთქვი მე.

- აბა სად ცხოვრობს მარიტა? - იკითხა საჭეზე მჯდომმა ნოემ და გამიღიმა.
- აი მარჯვნივ შეუხვიე და იქვეა ჩემი კორპუსიც.

- მოიცა რა , სადმე გავიდეთ გთხოვთ - სთხოვა ბიჭებს ნიცამ.

- თქვენ თუ არა ჩვენ მაინც ჩამოგვსვით მაკდონალდსისკენ - დაამატა ასევე.

- რა ვქნათ? - ჰკითხა სანდრომ ნოეს

- რა ვიცი საქმე მაინც არ გვაქვს გავყვეთ. - უპასუხა ნოემ

- კარგი , მაშ გავიდეთ ისე მარიტას რომ არ ვეკითხებით აზრს მემგონი ცუდად გამოგვდის - თქვა სანდრომ

- არა არ ვარ წინააღმდეგი - ვთქვი მე
- ძალიან კარგი - თქვა ნიცამ ამაყად.

მხოლოდ მე და შენTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon