✨31✨

1K 75 12
                                    


*მარიტა*

ნიცა არ ჩანდა და სადაც შეიძლებოდა ყველგან ვეძებდი , როდესაც შევამჩნიე როგორი ანერვიულებული ჩადიოდა პირველ სართულზე.
გავეკიდე.

- ნიცაა დამელოდე
- შენ გეძებდიი, სად იყავი?
- მე შენ გეძებდი... რა გჭირს ? -  ვკითხე.
- აღარ მინდა აქ ყოფნა, წამოდი ირაკლის დავემშვიდობოთ და სახლში გავიდეთ.
- კაარგი.. - რაღაც რიგზე ვერ იყო.

ნერვები აღარ მოვუშალე და ზედმეტი კითხვების გარეშე გავყევი ირაკლისთან.
დავემშვიდობეთ ირაკლის და გარეთ გამოვედით.

- არ მომიყვები ასე რამ გაგიფუჭა ხასიათი?
- ჩემთან დარჩები? - მკითხა.
- არ ვიცი
- გთხოოვ
- კარგი ხო, მივწერ ახლა სოფის.
- უი სოფი სულ დამავიწყდა.
კარგი იყოს მაშინ სხვა დროს დარჩი.
- შენ წამოდი ჩვენთან.
- ხოო? - გაუბრწყინდა სახე.
- ხოო რა იყო?
- რა ვიცი. კარგი მაშინ მე დავრჩები.

ნიცამ გზად მშობლები გააფრთხილა. შემდეგ კი მარკეტში შევედით პროდუქტების საყიდლად.

*დრო 21:00*

ნიცა ჩვეულთან შედარებით ძალიან ჩუმად იყო, ჩაფიქრებული და დაბნეული.
ინტერესი მკლავდა რა უნდა მომხდარიყო ისეთი, ხასიათი ასე, რომ გაუფუჭა...
ავედით სახლში. სოფი კი შინ არ დაგვხვდა...
დიდი ხანი ვეძებდი მეორე გასაღებს ჩანთაში და ბოლოს ძლივს მივაგენი..
დავურეკე.
- სად ხარ სოფი?
- კურსელს გავყევი საყიდლებზე რა მოხდა?
- მე უკვე მოვედი, ნიცაც მოვიყვანე.
- რჩება ?
- კი
- კარგიაა, მეც მოვალ მალე. რამე ხო არ ამოვიტანო?
- არა  ვიყიდე უკვე.
- კარგი.

გავუთიშე და კარი გავაღე.
შევედით და პროდუქტები თავის ადგილებზე მოვაწყვე.

- რა მოხდა აბა? - ვკითხე ნიცას და თან ყავის მოდუღება დავიწყე.

ნიცამ მომხდარის შესახებ მომიყვა და მეც შოკში ჩავვარდი.

შვილიი??? ანასტასიასგან??

- არ არსებობს... - ვუთხარი შეშფოთებულმა.
- მეც ვერ ვიჯერებ გოგო, მაინც და მაინც ახლა რატომ გამოჩნდა? რატომ?
- საინტერესოა რა აქვს ჩაფიქრებული. საერთოდ ნოესგან ყავს რომ?
- მეც ვფიქრობ, რომ რაღაცას იტყუება და რაღაც აქვს ჩაფიქრებული.
- ნოემ არ იცის ანუ?
- ყველგან დაბლოკილი ვყავარო, ჩამოვედი და წასულიაო, არ ვიცი... როგორც ჩანს არ იცის..
- გოგო აივანზე ჩემთან ერთად ლადოც იყო და მომწერა გამოეცალე მაგ ადამიანსოო..
- ნოემ?
- ხო..
-  ეგ როგორ გაიგო?
- აზრზე არ ვარ
- მერე ? რა უპასუხე?
- არ მიმიწერია არაფერი.
-  მიდი მიწერე.
- რა მივწერო?
- საიდან გაიგე თქო.

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now