✨13✨

1.1K 85 0
                                    

ცოტახანი ვტიროდი, შემდეგ კი ნელ-ნელა დავწყნარდი. ძალიან სასიამოვნოდ გრილოდა, ნოე კი ჩუმად იჯდა.

- მადლობა - ვუთხარი ნოეს.
- რისთვის? - მკითხა გაკვირვებულმა.
- აქ რომ ხარ.
- არაფრის, მატარებელიდან მოყოლებული შენთან ვარ , უბრალოდ ვერ მამჩნევ.
- საინტერესოა -ვუთხარი მე.
- არ გაინტერესებს რატომ ვიყავი იქ? - მკითხა
- კი, როგორ არა მითხარი.
- ძალიან გაინტერესებს?
- კი
- ძალიან , ძალიან?
- კიი
- აბა როგორ? - იკითხა და ჩემს ნერვებზე თამაშობდა.
- ნოეე!! ნუ მაწვალებ თქვი თუ ამბობ თუ არა და...- შემაწყვეტინა საუბარი
- კაი გეტყვი. მეგობრებთან ერთად დასასვენებლად ვიყავი. როცა დაგინახე საინტერესო და ჩაფიქრებული ჩანდი. დამაინტერესე ძალიან. ვიცი უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ გულწრფელად ვსაუბრობთ, მეც გულწრფელი ვიქნები.
კარგი პიროვნება ჩანხარ და ვიცი ეს ვარაუდი გამართლდება კიდეც.

რა მეპასუხა არც კი ვიცოდი..

- აჰჰა..ხო გზაში მართლა ბევრს ვფიქრობდი.. სხვათაშორის ასეთ ხალხმრავალ ადგილებში მასე ხმამაღლა არ უნდა გესაუბრათ - ვუთხარი მე.

- ოჰ ეგ არაფერი. - თემა შეცვალა. - მარტო ცხოვრობ შენ?
-ხო , ბათუმიდან აქ მხოლოდ სასწავლებლად ჩამოვედი.
- ყოჩაღ, სარისკო გადაწყვეტილებაა.
- რატომ? -გამიკვირდა მისი ასეთი პასუხი.
- რატომ?...- ცოტახანი გაჩუმდა - აქ საკმაოდ დამპალი ადამიანები ცხოვრობენ აი მაგალითად მათნაირი ვინც ნიცას არასწორად შეეხო.
- აამ, ხო ნიცამ მომიყვა.
- არავის არ მივცემ მისი წყენინების უფლებას იმ დღის მერე სულ მინდა, რომ მასთან ვიყო ყოველ წუთს და წამს, მაგრამ მას საკუთარი ცხოვრება აქვს და არ მაქვს უფლება ჩემი მასთან ყოფნით , რამით შევზღუდო.
-მესმის- ვუთხარ მე.
მიყვარს, ასეთი გულწრფელი საუბრები.
- ახლა შენზე მომიყევი რამე, გამეცანი.
- რა გაინტერესებს კონკრეტულად?
- ყველაფერი.
- ნამდვილად?
- ხო , რა მოხდა?
- არაფერი , ჯერ რაიმე კითხვა დამისვი და მის შედეგად მოვყვები ყველაფერს.
- რისი კეთება გიყვარს და რითი ხარ დაკავებული თავისუფალ დროს?
- ვმღერივარ , ვწერ და სიმღერებს ვუსმენ. ერთი ბლოკნოტი მაქვს რომელშიც ყველა ჩემი წყენა და გრძნობა მიწერია. 13 წლის ასაკიდან მოყოლებული. მაგრამ როცა მთლიანად შეივსო ახალი აღარ მიყიდია და არც დამიწერია მეტი არაფერი.
- აჰაა - თქვა ნოემ
- ხო, მუსიკებს კი ხასიათის მიხედვით ვუსმენ , ნებისმიერ ჟანრს გარდა როკის.
- მეც ეგრე ვარ, მანქანაში ყოველთვის ის სიმღერა მაქვს ჩართული რომელიც ჩემს ხასიათს
შეესაბამება.
- გასაგებია.
- შეგიძლია მომასმენინო როგორ მღერიხარ?
- ახლა?
- ახლა ყველას გავაღვიძებთ სხვა დროისთვის გადავდოთ ცოცხალი შესრულება, ვიდეო თუ გაქვს?
- კი მოგასმენინებ - ამოვიღე ტელეფონი და ვიდეოს მოძებნა დავიწყე. თითქოს დაბნეულიც ვიყავი არ მეგონა თუ ვინმეს ჩემი სიმღერა დააინტერესებდა... არც იცოდა არავინ ნუ ახლობლების გარდა...
ჩავრთე ვიდეო და გვერდით მომიჯდა..

- ოჰო , რა კარგად მღერიხარ..მოყვარული ხარ?
- მადლობა. კი მხოლოდ ჩემთვის ვმღერივარ, არსად არ მიმიღია მონაწილეობა.
- სამწუხაროა , არა და კარგი მონაცემები გაქვს.
- დიდი მადლობა. - გავუღიმე.

*დრო 01:45*

- რამეს დალევ? - შემომთავაზა ნოემ.
- გვიანი არ არის?- ვკითხე მე
- გეძინება?
- არა
- ხოდა არ არის გვიანი. - მითხრა და ეშმაკურად გამიღიმა...

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now