✨14✨

1.1K 77 0
                                    

არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ სიტყვების შემდეგ ტანზე ჟრუანტელმა დამიარა.

- კარგი მაშინ, რას მთავაზობ?

- ჰმმ, ყავა , ჩაი , ცხელი შოკოლადი, კაკაო , რავიცი კიდე , თქვი რა გინდა

- ცხელი შოკოლადი - ვუპასუხე

-კარგი , გამომყვები?

- კი

ნელი ნაბიჯებით ჩავედით პირველ სართულზე. საკმაოდ ლამაზი და ღია ფერებში შეხამებული სამზარეულო ჰქონდათ. ნოეს კი სამზარეულოში ტრიალი, ძალიან მომხიბვლელს ხდიდა.

- შეიძლება რაღაც გკითხო? - ვკითხე მორიდებით.

- კი, გისმენ.

- უნივერსიტეტში ყველა საიდან გიცნობს?

- კაი კითხვა - მითხრა და გაკვირვებულმა შემომხედა

- ჰო - ვუპასუხე და ველოდებოდი პასუხს.

- გრძელი ისტორიაა , მოვრჩები და რომ ავალთ , იქ მოგიყვები. - მითხრა და მზადება განაგრძო.

ბიჭებს სამზარეულო უხდებათ ძალიან

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ბიჭებს სამზარეულო უხდებათ ძალიან.განსაკუთრებით მაშინ როდესაც მაისური არ აცვიათ.კარგი მარიტა, დაწყნარდი და ამ ფანტაზიებს მოეშვი ვფიქრობდი ჩემთვის.

დავბრუნდით აივანზე.

- მადლობა.
- კაი რა, ყველაფერზე მადლობას ნუ მიხდი - მითხრა ნოემ.

- კარგი გავითვალისწინებ, ახლა მომიყევი.

- ცნობისმოყვარე - თქვა ჩუმად ნოემ.

- გავიგე - ვუთხარი და ჩაეცინა.

- ესეიგი, ფეხბურთის გარდა კიდევ ფოტოგრაფიით ვარ დაინტერესებული, რომლის შედეგადაც ხელოვნების ფაკულტეტზე ჩავაბარე სკოლის დამთავრებისას , რათა უფრო გავრკვეულიყავი ამ საქმეში და ხელოვნებაში რა თქმა უნდა.

- ოჰოო - ვთქვი მე.

- ოჰ ჯერ სად ხარ - მიპასუხა ღიმილით .

- ხო და ჩემთან ერთად ფაკულტეტზე დადიოდა ერთი გოგო , რომელიც შემიყვარდა.
საკმაოდ ლამაზი და განსხვავებული გარეგნობის გოგო იყო , ნუ იყო რა,არის კიდევაც. რა თქმა უნდა ბევრს მოსწონდა და ბევრი იჩენდა მისდამი ყურადღებას. მე კი საკმაოდ ბევრს ვეჭვიანობდი , რის შედეგადაც ერთი ბიჭი ფეხ-ქვეშ გავიგდე, ცოტა უხეში ნათქვამია მაგრამ მაინც. ამ ფაქტს დიდი აურზაური მოყვა, ყველა ჩემზე საუბრობდა. არ ვიცი მაშინ ასე ძალიან რამ გამამწარა , ნიცას ამბავი ახალი მომხდარი იყო და ისედაც ვერ ვიყავი აზრზე. არც არავინ დამტოვებდა იქ და წამოვედი. ხომ ხედავ ისე შერჩა ის ამბავი იქაურობას რომ დღემდე საუბრობენ და ახსოვთ , არა და 2 წლის წინ მოხდა. ყველა დღემდე ეჭვის თვალით მიყურებს , არც არავის ვჩივი , არ ვიყავი მართალი. იმ დღის მერე იმ გოგოს თვალსაც ვერ ვუსწორებდი, წარმოდგენაც არ მინდოდა როგორ საშინელ მდგომარეობაში ჩავაყენე. - თქვა და თავი ჩახარა.

იქვე გავქვავდი , არა მომხდარის , არამედ მისი ასეთი ლაპარაკის გამო....

- გასაგებია... მძიმე სიტუაცია იყო ნამდვილად...

- ხო - მითხრა და თავის ოთახში შევიდა...

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now