✨19✨

1K 79 14
                                    

წამით ყურადღებაც კი გამეფანტა. დავიჯერო არ იცის ნიცასგან რომ გასულები ვართ? რა მნიშვნელობა აქვს მარიტა , უპასუხე თუ პასუხობ.

* პიცას ვჭამ * ვუპასუხე და გოგოებთან დავიწყე საუბარი.

- ძალიან მაგარი დაქალი გყოლია მარიტა - მითხრა ნიცამ

- ჩემი დაქალი ცუდი როგორ იქნება? - ვუპასუხე ამაყად

- ვიცი ხო მაგაში ეჭვიც არ მეპარებოდა მაგრამ მთლად ასეთსაც არ ველოდი.

- კარგი გეყოთ ახლა ჩემი ქება თორე თავში ამივარდება და მერე ოოო - გვითხრა სოფიმ და პიცის ნაჭერი გემრიელად მოკბიჩა.

ისევ შეტყობინება.

* კარგია გემრიელად მიირთვი *

                     *მადლობა❤️*

*არ გაინტერესებს მე რას ვაკეთებ?*

                    *გისმენ აბა ?*

ვუპასუხე და მან სტადიონის ფოტო გამომიგზავნა..

*ვარჯიშობ?*

*ხო ვიფიქრე ცოტას განვიტვირთები თქო 😌შემდეგ კი შენ გამახსენდი და მოგწერე.*

*გასაგებია ❤️ *

*ვისთან ერთად ხარ?*

*შენს დასთან და ჩემს
დაქალთან ერთად..*

*ეე ჩემთვის არ უთქვამს რომ გასვლას აპირებდით 🤨*

*Party without boys 😏*

*ოჰ გასაგებია..*

- მარიტა გამოფხიზლდი ვის წერ? - მკითხა ნიცამ და ტელეფონი წამართვა.
- ვაიმე ნოეეე - წამოიყვირა
- არ ღადაოობ? - გაიკვირვა სოფიმაც
- ეე რა წესია ვერ გავიგე? ჩემით ვერ გეტყოდი რომ მას ვწერდი? - ვუსაყვედურე და ტელეფონი უკან დავიბრუნე.

წართმევის პერიოდში ქალბატონს დარეკვის ღილაკზე დაეჭირა შემთხვევით და მგონი ნოემ მოისმინა ყველაფერი. დაუფიქრებლად გავუთიშე.

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now