✨24✨

1K 78 7
                                    

- შენ თითქოს ყველასგან განსხვავებული ხარ.
მიუხედავად იმისა , რომ სულ რამოდენიმე დღეა რაც გიცნობ. შენი დანახვისას რა მემართება მე თვითონაც არ ვიცი. არ მიყვარს ყველაფრის გაწელვა და პირდაპირ გეტყვი , რომ მომწონხარ. არც არაფერს არ გთხოვ სანაცვლოდ და არც ვაჩქარებ არაფერს. ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ შენ ეს იცი. ანასტასიას.... - ჩაახველა- ანასტასიას შემდეგ გოგო ასე არ მომწონებია და ყურადღებაც კი არ მიუქცევია ისე, როგორც შენ მიიქციე.
მეშინოდა და კიდევაც მეშინია, ჩემი ხასიათებით შენც ისე არ მოგექცე როგორც მას.
შენც ისე არ გაგიტეხო გული..- მითხრა და თავი ჩახარა.

გავქვავდი, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა..

მოვწონვარ...

ჩემი ვარაუდი გამართლდა იმ მხრივ, რომ ჩვენ ორს შორის რაღაც სხვა არის...
მაგრამ ასე მალე? თითქმის ერთ კვირაში.

- მ-მე არც კი ვიცი რა გიპასუხო... - ვუთხარი მე.
- არც არის საჭირო რამე მიპასუხო. მთავარია ჩემგან გაიგე და არა ჩემი დის უაზრო გამოხტომებით - გაიცინა და მეც ავყევი.
- ხო მართალი ხარ. - ვუთხარი და წინ გავიხედე.

ისევ სიჩუმე...

- არც მან იცოდა ეს ადგილი? - ვკითხე.
- ვინ?
- ანასტასიამ.
- არც მან. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის ყველაზე მეტად მიყვარდა და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. არასდროს გვქონია ასეთი გულწრფელი საუბრები. ძირითადად ქალაქ გარეთ ვიყავი და იმიტომ. ჩემი იქ ყოფნისას ყოველთვის დადიოდა ჭორები , რომ ჩემი არ ყოფნისას ის სხვასთან ერთად დადიოდა.
ჩემი ეჭვიანობის ნიადაგზე მაინც მქონდა ნდობა მისდამი და იქ ყოფნისას ყოველთვის მის იმედად ვიყავი. აქ ჩამოსვლისას კი ეს ეჭვიანობა მკლავდა და ბოლოს რაც მოხდა იცი....

არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და ინსტიქტურად ჩავეხუტე.
ვიგრძენი, მისთვისაც როგორი მოულოდნელი იყო ჩახუტება.
1-2 წუთი ასე ვიდექით შემდეგ კი ჩემს ადგილს დავუბრუნდი.

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now