✨ 39 ✨

950 75 13
                                    

შვიდი თვის შემდეგ..

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ნოე და ანასტასია დაქორწინდნენ.
ნოემ ვერაფერი გააკეთა მისი მამის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და სხვა გზა არც დარჩა.
იმ ღამეს, როდესაც მასთან სახლში ვიყავი მაშინ ბევრი ბჭობის შემდეგ გადაწყვიტა,რომ ცოლად მოეყვანა. მე კი ვუსმენდი და მხოლოდ თავის ქნევით ვყვებოდი საუბარს. იმ დღის მერე ჩვენი ურთიერთობა თითქოს და წარსულს მიებარა. მხოლოდ მაშინ ვხვდებოდი , როდესაც ნიცასთან მივდიოდი. ნიცა ძალიან კარგად მოერგო მამიდის როლს. ძალიან ბედნიერი იყო ფაქტით.
იქ ყოფნისას ხშირად შემოყავდა ხოლმე ემილია. ბავშვს ვუყურებდი და ნოე მიდგებოდა თვალწინ . როგორც იტყვიან ხოლმე მშობლის ასლიო , აი ზუსტად ნოეს ასლია ემილიც. მხოლოდ სახის მოცულობა აქვს ანასტასიასი.
საუბარსაც კი იწყებდა ნელ-ნელა.
სოფი და სანდრო დაინიშნენ. ახალ წელს ერთად შევხვდით ნიცას და ნოეს სახლში. ზუსტად 00:00-ზე სანდრო მუხლებზე დადგა და სოფის ცოლობა სთხოვა. სოფის თავის ოჯახთან ერთად ჰქონდა გადაწყვეტილი ახალი წლის შეხვედრა, როგორც მე მაგრამ ნიცამ და სანდრომ ეს ბედნიერება არ გვაღირსეს ვინაიდან და რადგანაც სანდროს ხელის თხოვნა ჰქონდა დაგეგმილი. ასე უცბად რატომ გადაწყვიტა მისი ცოლად მოყვანა არ ვიცი მაგრამ მათი ურთიერთობის ბოლომდე მჯერა. ყველას მეწყვილე ჰყავდა მე კი მარტო ვიყავი. ქალბატონი შორენა და ბატონი შოთა , ნოე და ანასტასია, სანდრო და სოფი , ნიცა და მისი შეყვარებული გიგა. მე და შამპანიურით სავსე ჭიქა. ძალიან მიჭირდა ნოესა და ანასტასიას ერთად ყოფნის ყურება. ის იდილია თითქოს, რაც ჰქონდათ მინდოდა მე მქონოდა მასთან ერთად და არა ანასტასიას.
არც იმის მესმოდა რატომ შეეგუა ასე მალე ამ სიტუაციას ნოე და რატომ ცდილობდა ჩემს მორიდებას. ძნელია უყურებდე იმ ადამიანს სხვასთან ერთად ბედნიერს, რომელიც ერთ დღეს შენი ბედნიერების მიზეზს წარმოადგენდა. იმედის წერტილი.
წერტილი მაგრამ უდიდესი მნიშვნელობის მქონე შინაარსით.
ნიცაც ხვდებოდა ჩემს მდგომარეობას და ხშირად არც მეპატიჟებოდა მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან უნდოდა. უნივერსიტეტში ყველაფერი რიგზეა , ლექტორები ხშირად მაქებდნენ და სამაგალითო სტუდენტადაც დამასახელეს.

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now