✨20✨

1.1K 78 20
                                    

ფილმი ჯერ დაწყებული არ იყო. მოვიმარაგე სასუსნავი და ტელეფონს ხმა გავუთიშე. ფილმიც დაიწყო.
დარბაზში მაყურებლების რაოდენობა მცირე იყო და ნიცამ ფეხების შემოწყობა მოპირდაპირე სავარძელზე გადაწყვიტა.

- მაინც არავინ მეტყვის არაფერს - თქვა თავდაჯერებულად და გემრიელად მოკალათდა.

მეც იგივეს გაკეთება გადავწყვიტე მაგრამ....

- უკან დააბრუნე ფეხები - უთხრა ნოემ ნიცას.
მეც შეუმჩნევლად შევწიე მომზადებული ფეხი უკან.

- ოოო  - წაიბურტყუნა ნიცამ და ფეხები უკან დააბრუნა.

ფილმი საკმაოდ Dirty ხასიათების მქონე აღმოჩნდა. ცოტა მეუხერხულა კიდევაც ამ ფილმს ბიჭებთან ერთად , რომ ვუყურებდით. ასეთი ტიპის ფილმები სოფის ფავორიტია.

როგორც ყველა სადაქალოს აქვს თავისი ჟესტური საუბარი, ასევე გვქონდა მე და სოფისაც. მან ტუჩზე კბენით და ეშმაკური სიცილით მანიშნა, რომ სწორ ადგილას მოხვდა.

ოხხ ესს ბინძური აზრების მქონე ხალხი..სოფი მათ შორის ნომერ პირველია.

ცოტახანში ნოეს პოპკორნი დაუმთავრდა და რატომღაც მე შემომიერთდა წილში.

- უკაცრავად? - ვიკითხე მე
- არ შეიძლება? 
- როგორ არ შეიძლება მაგრამ იქნებ გეკითხა ჯერ?
- კარგი ბოდიში. - მომიბიდიშა და ფილმის ყურება განაგრძო.

უხეშად გამომივიდა მგონი.
ცოტახანში ნოეს მხარი ვიგრძენი ჩემს მხარზე რადგანაც ორივეს ერთ მოსაკიდზე გვქონდა ხელი დადებული. ხელი გამოვწიე და იმ წამსვე მომაბრუნებინა.

- არ ვიკბინები მარიტა. - მითხრა მან.

ვიცი ნოე ვიცი , რომ არ იკბინები მაგრამ ჩემს დაბნეულობას რა ვუყოო? არა , არა ნუ გგონიათ , რომ ეს მას ვუთხარი , ფიქრებია ჯერჯერობით 🤪

ფილმი დასრულდა და ხუთივე ძალიან კმაყოფილები გამოვედით სეანსიდან.

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now