✨26✨

1K 85 12
                                    




მოვრჩით ჭამას.

მე ჭურჭლის რეცხვას მივუდექი სოფი კი მოწესრიგდა და კურსზე წავიდა.მივალაგე ყველაფერი და შემდეგ მეცადინეობა დავიწყე. დრო საკმაოდ მალე გავიდა სანამ მეცადინეობას მოვრჩი უკვე 3 საათიც შესრულდა.

*ზარი დედასგან *

- მარიტა როგორ ხარ?

- კარგად დე, შენ?

- მეც კარგად. ხელს ხომ არ გიშლი?

- არა რას ამბობ? გისმენ..

- კარგი. ხელფასი დამერიცხა და შენს ბარათზე მინდა ფულის ჩარიცხვა მე კიდევ შენი პირადი ნომერი აღარ მახსოვს..

- დე მაქვს ჯერ საკმარისად არ მინდა რა.

- მარიტა მე მინდა , რომ გქონდეს. ზედმეტი არ გაწყენს არანაირად.

- ოო დედა რა, დავიწყებ მუშაობას და შემდეგ აღარ გამაგონო გადმორიცხვები.

- ბევრს ნუ მეტლიკინები მიდი ახლა მიკარნახე. - მითხრა ქალბატონმა.


ვუკარნახე ჩემი პირადი ნომერი და მადლობა გადავუხადე. ავდექი , გამოვიცვალე და ბანკში წასასვლელად გავემზადე. ნუ კი შემიძლია ბარათით სარგებლობა ყიდვისას მაგრამ ფული ყოველთვის ხელზე მირჩევნია.


სოფის მივწერე, რომ სახლში საღამოს დავბრუნდებოდი.


ქალაქი საკმაოდ წყნარად გამოიყურებოდა ან მე მეჩვენებოდა ასე ჩემი წყნარი სიმღერების ფონზე.

ფული გამოვიტანე და ბანკიდან გამოსვლისას გადავწყვიტე ვაკანსიების დათვალიერება. კედლებზე დაკიდებული ვაკანსიებიდან რამოდენიმე ნომერი ჩავიწერე. შემდეგ კი პატარა კაფე შევამჩნიე და შევედი.

ნორმალურ ხმაზე Milky Chance-ს '' Stolen Dance'' ჰქონდათ ჩართული.

მხოლოდ მე და შენOù les histoires vivent. Découvrez maintenant