✨3✨

1.5K 98 0
                                    

სოფისთან კარგი დრო გავატარე , ყველაფრის მიუხედავად ორივე კმაყოფილები დავრჩით. სახლში რომ მივედი , გამოვიცვალე , ვჭამე , და ჩემს ოთახში ავედი. შევამოწმე ისევ მეილი და გავეცანი ყველაფერს. უნივერსიტეტი 2 დღეში მეწყება, არ ველოდი ასე მალე დაწყებას. ეგრევე დედასთან მივედი :

- დედა უნივერსიტეტი ორ დღეში მეწყება.

- რაა? ასე მალე? რატო?

რა ვიცი , ალბათ ასე მალე იწყებენ ყოველთვის სწავლას.

- შეიძლება. მაშინ, დღეს მოგიგვარებ საცხოვრებელის ამბებს და ხვალ ჩადი უკვე თბილისში.

- კარგი , მე ბილეთს დავჯავშნი. წავალ სადგურზე , ანდაც ონლაინ შევიძენ.

- კაი , როგორც გინდა.

უცბად ნერვიულობამ ამიტაცა. ხვალიდან დაიწყება ჩემი ცხოვრების ახალი და დამოუკიდებელი ეტაპი. დავბრუნდი ჩემს ოთახში და ნოსტალგია ტალღასავით მომაწვა. ჩემი ოთახი ისეთი საყვარელი და მყუდროა, ჩემი ბავშვობის და ახლანდელი ფოტოებით სავსე. მოგონებებით გაჟღენთილი. მახსოვს როგორ ვათენებდით ღამეებს მე და სოფი, სწავლაში,ცეკვა-თამაშში და ჭორაობაში. რამდენი საიდუმლო აქვს მოსმენილი ამ კედლებს,ვინ იცის. მიყვარს ჩემი ოთახი მაგრამ . სხვა გზა არ მაქვს....

დავიწყე ბარგის ჩალაგება , ყველაფერი არ მიმაქვს

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

დავიწყე ბარგის ჩალაგება , ყველაფერი არ მიმაქვს. ძირითადად ის რაც მჭირდება , თორემ ყველაფერი რომ წავიღო, არც მეყოფა დრო. ხო , ტანსაცმელი ჩემი სუსტი წერტილია. ჩავალაგე ბარგი  ბილეთიც დავჯავშნე , სადგურზე გასვლა არ მინდოდა. მინდოდა რომ , ეს დღე სახლში გამეტარებინა. მისაღებ ოთახში შევედი, ჩემს ძმას დავუძახე, მაგრამ უპასუხოდ დამტოვა. ამიტომაც შერლოკის ყურება მის გარეშე  დავიწყე. სერიალებს ყოველთვის ერთად ვუყურებდით ხოლმე. ყურებასთან ერთად სოფის ვემესიჯებოდი და ყველა სიახლე შევატყობინე.

- უჩემოდ არ გაბედო აქედან წასვლა, დღეს შენთან მოვალ და საბოლოო გათენება მოვიწყოთ.

- კარგი , გელოდები.

ნახევარ საათში უკვე სოფიც მოვიდა. დაღამდა და ოთახში შევედით.ფილმი ჩავრთეთ,ვისაუბრეთ, ვიცინეთ ცოტათი ვიტირეთ კიდევაც და ბოლოს ჩაგვეძინა. ჩემი მატარებელი 11 საათზე გადიოდა, ამიტომაც ადრე ავდექით.

გადავამოწმეთ ყველაფერი , ვჭამეთ. დედამ გზისთვისაც მომიმზადა რაღაცეები და ჩანთის ნახევარი მის საჭმელებს ეკავა. გავიდა დრო და ჩვენი გასვლის დროც მოვიდა. გზაში ვმღეროდით და ვხალისობდით. დედა კი პარალელურად ჭკუას მარიგებდა.

მივედით სადგურში. ყველას ცალ-ცალკე გამოვემშვიდობე. ოხ, როგორ მომენატრებიან.

8 სექტემბერი, დღე რომელიც ჩემს ცხოვრებას ცვლის. 

დღე რომლითაც ყველაფერი იწყება...<3

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now