✨29✨

1K 79 7
                                    

5 დღის შემდეგ

*მარიტა*

სახლში საშინლად დაღლილი დავბრუნდი სამსახურიდან.
მეორე დღე იყო მუშაობის და საკმაოდ დატვირთული.

იქაურობას კარგად მოვერგე მაგრამ ძალიან გადავიღალე თითქოს წლები მემუშაოს...
მისვლისთანავე ცხელი შხაპი მივიღე. გამოსვლისას კი ნიცამ დამირეკა.

- გისმენ ქალბატონო ნიცა.
- რას აკეთებ?
- აუ რავი წეღან მოვედი სამსახურიდან ,საშინლად დაღლილი ვარ, ვიბანავე და უნდა ვჭამო , შენ?
- მე რავიცი არაფერს, გოგო ჩვენმა კურსელმა ირაკლიმ მომწერა, დაბადების დღე მაქვს კვირას და გამიხარდება შენ და მარიტა დროს თუ დამითმობთ და მოხვალთო.
თავის აგარაკზე იხდის , აუცილებლად უნდა წავიდეთ
- აუ კარგი რაა? სულ არ ვიცნობთ ნორმალურად მაგ ირაკლის და რატომ უნდა წავიდეთ მის დაბადების დღეზე?
- რატომაც არა გოგოო? ზუსტადაც,რომ არ ვიცნობთ, იქ გავეცნობით კარგად.გთხოოვ რაა?!
- არ ვიცი არ მაქვს ხალისი - ვუთხარი ამოხვნეშით.
- ო მორჩი მაგ დეპრესიობანას და წამოდი ჩემი ხათრით. უარი არ მიიღება იცოდე. ხვალ ლექციის მერე საჩუქარზე გავიდეთ.
- ოო კარგი, კარგიი
- მიიყვაარხარრრ  - მითხრა ყვირილით.
- მეც მიყვარხარ შტერო.
- კარგი მიდი ახლა აღარ მოგაცდენ დაისვენე და სოფი მომიკითხე.
- კარგი  - ვუთხარი და ტელეფონი დამტენს შევუერთე.
სამზარეულოში შევედი.

- ოხ , შემაშინე. - ვუთხარი სოფის.
- ჩემი ბრალი არ არის , ეს დღეები დაბნეული, რომ დადიხარ აქეთ იქით - მიპასუხა.
- ნიცამ მოგიკითხა სხვათაშორის დამირეკა წეღან. ჩვენს კურსელს დაბადების დღეზე დავუპატიჟებივართ და აუცილებლად უნდა წავიდეთო.
- ხოო? მერე?
- მერე ის, რომ მივდივართ მაგრამ ძალიან არ მინდა რადგან ჩვენი იქ ყოფნის საჭიროებას ვერ ვხედავ.
- თუ დაგპატიჟათ ესეიგი არის საჭიროება. ნუ ხარ მუდო, წადი და გაერთე რაა.
- კარგი ხოო, ნუ მეჩხუბები. რას აკეთებ?
- ქათმისა და ბადრიჯანის სალათს.
- აუ როგორ მიყვაარს..
- ვიცი , ვიცი მიდი ახლა ნორმალურად გაიშრე ეგ თმა და სანამ მორჩები მზად იქნება.
- კარგიი - ვუთხარი კმაყოფილი ხმით

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now