✨11✨

1.1K 85 2
                                    

- შედეგს ახლა , შენს სახეზე განახებ თუ გინდა. - შევთავაზე ნიცას

-კარგი, ადამიანო არ ხარ დღეს შენ მგონი ხასიათზე.

- ხო , მასე გამოდის.

- კაი , არაუშავს. წვეულება მოგიყვანს აზრზე. - თქვა ნიცამ დარწმუნებით.


სანამ გავიდოდით, გამახსენდა რომ დღეს სოფი არ მომიკითხავს. მივწერე რომ წვეულებაზე ვაპირებდი წასვლას და ხვალ აუცილებლად შევეხმიანებოდი. დამატებით საკმაოდ ბევრი გულის სმაილები მივუწერე შეტყობინებას.

მივედით.

ყველა ძალიან ლამაზადაა გამოწყობილი. ზოგი საუბრობს , ზოგი ცეკვავს როგორც არიან ხოლმე წვეულებებზე დაყოფილნი. ნუ ამ წვეულებას რა თქმა უნდა შეყვარებული წყვილებიც არ გამორჩებოდნენ და უთქმელადაც მიხვდებით რას აკეთებდნენ.

არ ვიცოდი უნივერსიტეტები ასეთ წვეულებებს თუ მართავდნენ.

- რა კარგი გარემოა არა? - მკითხა ნიცამ.

- ხო , ნორმალური.

- წამო გავეცნოთ ხალხს და თან გავერთოთ რა. - შემომთავაზა ნიცამ.

როგორც შევატყე ნიცას ძალიან მოსწონდა ასეთი სიტუაციები , მე კი ხალხმრავლობა დიდად არ მიყვარს.

წვეულების ორგანიზატორებს '' მგზავრები'' ყავთ მოწვეული. რომელთა სიმღერებსაც ხშირად ვუსმენ.

ყველა ცეკვავდა და ვცეკვავდით ჩვენც. დროც საკმაოდ მალე გავიდა.

ცეკვის დროს კი ბექა მომიდგა გვერდით, ბიჭი რომელიც უნივესიტეტში გამეცნო.

- ვხედავ კარგ დროს ატარებ - მითხრა მან

- მხედველობა ნამდვილად კარგი გაქვს.

- რატომ მეუხეშები?

- არანაირად არ ვუხეშობ უბრალოდ დღეს ასეთ ხასიათზე ვარ.

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now