35

59 9 0
                                    

2:00

დრომ განვლო თავისი გზა...

თითქოსდა,აქამდე შეჩერებულიყო და შესაფერის მომენტს ელოდა.

ლაჟვარდოვან ფარდებს ემშვიდობებოდა, პალატაში მგდომი სოფო.ღიმილით შესცქეროდა მათ,თითქოსდა მათ საბოლოო სიტყვებს,ნაფიქრს ანდობდა.

რა თქმა უნდა,ასეც იქნებიდა.

ალბათ ახლა მასზე ბედნიერი არც არავინ იყო და ამვე არც არავინ მასზე  განადგურებული.ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ფიქრობდა.

მის ყოვლისმთქმელ ბროლებში ანარეკლი პალატის ინტერიერი,ცაზე მიმოფანტულმა, ბამბის მაგვარმა ღრუბელთა გროვამ ჩაანაცვლა.

როგორ იქნა დადგა ის დრო,როდესაც ამ ყველაფრის შეგრძნება,კიდევ ერთხელ შეეძლო.

კვლავ შეეძლო გაეგონა ლამაზი ნამღერი, იმ ჩიტებისა,რომლებიც ყოველთვის ასე აჟრიამულებდნენ არემარეს.

მან ღრმად ჩაისუნთქა, ამოისუნთქა და გზას გაუდგა.

მაგრამ განა იცოდა სად მიდიოდა?ვისთან მიდიოდა...

წამით შეჩერდა,თავი დახარა. ღიმილი, შიშმა ჩაანაცვლა.თითქოსდა,ლურჯი ცამაც სიკვდილივით ბნელი მოსასხამი მოისხა.

სინამდვილეში მას ეშინოდა...

განა დახვდებოდა ის ადამიანი შინ,ვისკენაც გული მიიწევდა?

არაფერი იცოდა,მან,იმის გარდა,რომ გუკი სადღაც იყო...

ახლოს,თუმცა შორს.

...

გასაღების ხმა ექოსავით გაისმა ყრუ დერეფანში.თუმცა,კარების წინ მდგომ, სოფოს თავში,მეტი ისმოდა.იმაზე მეტიც,ვიდრე საჭირო იყო.

კარები,რომლის წინაც ის იდგა,ბევრ რაიმეს ახსენებდა მას.ბევრ დღეს,ბევრ ღამეს.თითოეულ,პირველ თუ უკანასკნელ მზის სხივებს.მასთან ერთად განატარებ წამებს.

ხელში ეკავა,არამცთუ კარის,არამედ მეტი მოგონებების გასაღები.

სანამ შევიდოდა,უნდოდა კარგზე ეფიქრა. გუკს,ხომ არ ანახებდა მის მოწყენილ ნაკვთებს.მაგრამ არ შეეძლო.ფიქრობდა შიგნით,არც არავინ იყო,ვის გამოც მოწყენილობას დამალავდა.

სანამ რაიმეს დაამატებდა,კარი დაუყოვნებლივ შეაღო და თვალებდახუჭული შევიდა.

ჯერ ერთი გაახილა.ნელა,მოთმინებით...

სიცარიელის დანახვისას,გულზე ლოდი დაეცა.თუმცა ეს,რომ მოხდებოდა,აქამდე თვითონაც განსაზღვრა.

გუგები გაუფართოვთა.გული ისე აუჩქარდა,თითქოსდა მარათონი გაემართა.
აღარც ხელ-ფეხი აღარ იყვნენ,ისეთი მყარები,როგორც ქანდაკებები.

-სა..სად ხარ,სად ხარ გუკ?! -ხმის ჩაწყდომით,დაბალ ხმაზე იკითხა და თავი დახარა.

ბაგეები,ღაწვები...მაშინვე დასველდნენ.
მისთვის უკვე ეს მლაშე,სიხარულისა თუ სხვა უამრავი ემოციის ნაყოფი სითხეც კი მოსანატრი გამხდარიყო.

ცოტახანი ასე იდგა,თავს უფლებას აძლევდა,დარდი ცრემლებით გამოეწურა.
მაგრამ მალევე თავი აწია,ჩაწითლებულ თვალებში უკვე სიმტკიცე ბობოქრობდა.

-შეწყვიტე...შენ მას ძლიერი სჭირდები!მეც ძლიერი მჭირდები!

საკუთარ ანარეკლს ბოლოჯერ,თვალებში მტკიცედ ჩააშტერდა და გასასვლელისკენ დაიძრა.

აუცილებლად გიპოვი...
კვლავ ისევ ერთად ვიქნებით...
ისევ ჩავხედავ,შენს იმედიან თვალებს...
ისევ ვიგრძნობ,ჩახუტებისას შენი გულის ცემას...გპირდები.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now