31

67 9 0
                                    

"რაც არ უნდა მომხდარიყო წარსულში,და რაც არ უნდა მოხდეს მომავალში,თავი არ დახარო."

გაიფიქრა,საავადმყოფოს შენობის წინ მარტოდ მდგომმა გუკმა და მის ირგვლივ მიმოიხედა.

მანქანების ხმა გაბატონებული არემარეზე და ჩიტების ტკბილ,ენერგეტიკულ ჰანგებს
არ აძლევდა საშუალებას თავი გამოეჩინა.

თუმცა,თვალი საკმარისს ხედავდა...

კაშკაშა სხივები დაჰყურებდა გადატენილ ქუჩას და ათბობდა დიდი ხნის გაქვავებულ
გულებს...თუნდაც უსულოსი,თუნდაც სულიერის.

ასობით სულიერი არსება მოძრაობდა,მათი მარტივი გარეგნობით,მათი ამოუხსნელი ქვეცნობიერით.

თბილი ნიავი ეფერებოდა კანს,თითქოსდა
ამ მომენტს დიდი ხანია ელოდა.

გუკი იდგა.იდგა და აკვირდებოდა, სწავლობდა მათ.

თითქოსდა,არც არასდროს ენახა ცა,მიწა,ადამიანი.

თუმცა,ის ხომ თითქოსდა ხელთავიდან დაიბადა.

ალბათ ენით აღუწერელია ზრდასრული თვალით ამ საოცრების,თითქოსდა პირველად დანახვა...პირველად შეგრძნება. 

3:44

-ჰეი... -წყნარი ხმა გაისმა,დარდიანი არომატით.

მან მას შეხედა...ადამიანს რომელსაც იცნობბდა,ახლა უკვე უცნობად მოევლინა.

ალბათ სიტყვა უცნობიც კი არ ახსოვს ახლა მას...

-თქვენ თაე ბრძანდებით? -ეჭვით ფაჟღენთილი კითხვა,რომელიც ძლივს იკითხა მან,თაეს გულზე ნემსის წვერივით შეერჭო,ყველაზე სუსტ წერტილში და დაამსხვრია.

მოსალოდნელი იყო ეს ყველაფერი....ეს თავადაც კარგად იცოდა.

-დი..დიახ! -ყოყმანით უკასუხა  თაემ,მეგობას თავაზიანად და მოახერხა ღიმილიც ეჩუქებინა.

სანამ რომელიმე რაიმეს იტყოდა,გუკმა უცნაური ენერგია იგრძნო.

ენერგია,რომელიც თითოქსდა, ქვეცნობიერში,ღრმად...ძალიან ღრმად იქექებოდა და მოგონეებების სკივრს ექაჩებოდა.

ისეთი გრძნობა დაეუფლა,თითქოსდა მის წინ მდგომ უცნობს დიდი ხანია იცნობდა.
თუმცა ეს ყველაფერი ახლა მისთვის აბსურდი იყო.

ამისდა მიუხედავად,მისი ცნობისმოყვარეობა მეტად ძლიერი აღმოჩნდა.

-დიდი ხანია მიცნობთ? -იკითხა მან.თან თაეს თვალებში ჩააშტერდა,იმის იმედით,რომ მათგან უფრო მეტს გაიგებდა,ვიდნე უბრალო სიტყვები უამბობდა მას.

-მაგ კითხვაზე მოკლედ,რომ გიპასუხო...კი.თუმცა მიმდა ყველაფერი დაწვრილებით მოგიყვე.

თაემ ადგილი დატოვა,მისი სხეულის ენამ კი ადვილად მიახვედრა გუკი,რომ მას გაყოლოდა.

...

4:00

სიცარიელე.

სიცარიელე იყო ერთადერთი რამ,რასაც განიცდიდა უმოძრაოდ მწოლიარე სხეული.თუმცა,მეტი რამ იყო სოფოს გონებაში...

მოგონებები...

ოცნებები...

გრძნობები...

გრძნობები,რომლის გამომჟღავნებას მისი სხეულის გარეშე ვერ მოახერხებდა. გრძნობების,რომლების განცდა მარტოს არ უნდოდა.

მაგრამ არ შეეძლო გამოემჟღავნა არცერთი მათგანი,არ შეეძლო ეარსება,როგორც ადამიანს.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin