19

118 12 0
                                    

საათის წიკ-წიკში გართული დრო,ისე მიედინებოდა როგორც აჩქარებული დინება.სანამ ყველაფერი დასრულდებოდა,ჯერ ბევრი რამ უნდა მომხდარიყო.

ლამაზ შემოდგომასა და ზამთარს, გარემოზე კვალის დაუტოვებლად განევლოთ.ამისდა მიუხედავად შეუცნობი ცხოვრება,რომელიც სოფოს ხელში იყო,სრულიად თავდაყირა დააყენეს.  

სოფოსთვის,ბევრი რამ დასრულდა და ამავე დროს დაიწყო.ახლან შანსი მიეცა სიყვარულისთვის ნება დაერთო,კიდევ ერთხელ შეეღო გულის კარი და შიგ არსებული ავდარი დაეწყნარებინა.კიდევ ერთხელ ეგემა ის უთვალავი გრძნობა,რაც სიყვარულს მოაქვს.

3:30

მზე სწორედ ისე მიიმალა ღრუბლებში, როგორც სოფო გუკის თბილ მკლავებში.
თავი ჩარგო და თვალები დახუთა თუ არა,
თბილად გაეღიმა,რადგან როგორც იქნა სიმშვიდე ეღირსა.

მშვენიერი გარემო იყო,ზურმუხტისფერი.
ლაჟვარდოვანი ცა და მოლივლივე ქათქათა ღრუბლები,რომლებიც ნამდვილად ალამაზებდა გარემოს,და მათ მხილველებს ამშვიდებდა.

სანამ სოფო ისვენებდა,გუკი მას დაჰყურებდა და გაღიმებული სახით წარმოიდგენდა მათ მომავალს.

სახლს,სადაც სოფსავით უმშვენიერეს მცენარეებს გაზრდნიდნე.სადაც დღეს და ღამეს გაატარებდნენ,ერთად.ბევრ ღამეს გაათენებდნენ და ბევრ დილას აქცევდნენ სრულყოფილს.სადაც მათი პატარები გაბობღდებოდნენ,ირბენდნენ,ხანდახან წაიქცნეოდნენ,თუმცა წამოდგომას ისწავლიდნენ.

ხანდახან ფიქრები მრავალფეროვანი და უნაკლოა;სინამდვილე კი სულ სხვაა.

სიყვარული ყოველთვის ტკბილია და ამავე დროს მწარე.იგი ფუძეა ბედნიერების, ტკივილის,შესაძლებელია სიძულვილისაც კი.ან პირიქით,სიძულვილია სიყვარულის ფუძე და ასე შემდეგ.

10:05

ღამის ბრწყინვალე პრინცესამ დაიპყრო თუ არა ცის სამფლობელო,არემარე მაშინვე აგრილდა და დამშვიდდა.

სოფო და გუკი ხელიხელ ჩაკიდებული
სეირნობდნენ და პოლაროიდით სურათებს იღებდნენ,ახალი ტკბილი მოგონებების სამუდამოდ დასამახსოვრებლად.რომ მათთან ყოფილიყო ყველაფერი რაც ხდებოდა,თუნდაც მათ არ ჰქონოდათ სამუდამოდ ერთად დარჩენის უფლება.

გუკმა სოფოს მჭიდროდ ჩასჭიდა ხელი და მისკენ შეაბრუნა.შემდეგ თვალებში ჩახედა.მათ მთვარე ცნობისმოყვარედ დაჰყურებდა,და ამ მშვენიერ მომენტს კიდევ უფრო მშვენიერს,მომაჯადოებელს ხდიდა.

-მითხარი,რომ საბოლოოდ ერთად ვართ და არასოდეს მიმატოვებ.

სევდიანი და ძალზედ უცნაური ხმა ჰქონდა გუკს,თითქოსდა რაღაცის ეშინოდა.იგი პასუხს გულის გამალებით ცემის თანმხლებით ელოდა.

-რა თქმა უნდა გუკ!ნუთუ ვერ ხვდები,ნუთუ ვერ გრძნობ?

სოფომ გუკს ხელი მოუჭირა,მეორე ხელით კი მის მკერდს შეეხკ რათა მისი გულის ცემა შეეგრძნო.შემდეგ გუკის ხელი თავის მკერდზე დაიდო,რათა მასაც შეეგრძნო ის რაც ყველაზე მშვენიერი იყო,ბრწყინვალე მთვარეზე მშვენიერი.

-რა თქმა უნდა არასოდეს მიგატოვებ!

სოფომ თბილად გაიღიმა და გუკს ჩაეხუტა.გუკმაც გაიღიმა და თვალებ დახუჭული მოეხვია მას.

მშვენიერი იყო სუნთქვა ამ ამომენტში, როდესაც სოფოს გვერდით გუკი იდგა.
მშვენიერი იყო არსებობა,როდესაც იცოდა,რომ ამით გუკს ბედნიერებას ანიჭებდა...

მშვენიერი იყო ის სავსე მთვარეც, რომელიც ცნობისმოყვარედ დაჰყურებდა მათ.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now