33

70 10 0
                                    

ისევ თვალისმომჭრელი იყო ცა,იმდენად თვალისმომჭრელი,რომ გონება დაკარგული გუკი,იჯდა და მისი სილამაზე ფარფატა ფურცელზე გადაჰქონდა.

ხელის ფრთხილი მოძრაობით ხაზავდა და უფლებას აძლევდა ფანქარს თავისით გადმოეცა ჩანაფიქრი.

სანამ გუკი ცის სურათით ტკბებოდა,ვერ კი შეამჩნია თაე რომელიც თავზე ადგა და მის ნამუშევარს აკვირდებოდა.

აკვირდებოდა და თან ახსენდებოდა წარსული...და მასთან ერთად გუკი,რომელიც სწორედ იმ წარსულში არსებობდა.

ფრთხილად დაიხარა თაე და თავს უფლება მისცა,რომ გუკის ზონაზში შეეღწია.

-როგორც ვხედავ შემოქმედებით დაკავებულხარ. -გაუღიმა გუკს და ცას თვალებდახუჭულმა ახედა,თბილი ნიავი შეიგრძნო,რომელიც კანს ნაზად ედებოდა,და შემდეგ კვლავ გუკს შეხედა,რომელიც,უკვე ცის მაგივრად თაეს შესცქეროდა.

-მართლაც,რომ მშვენიერია,არა? -იკითხა მან და ცას ახედა,მის მიმოფანტულ ღრიბლევს ახედა,რომლებიც აუჩქარებლად მიყვებოდნენ ცის უხილავ მარშრუტს.

საით მილივლივებდნენ ისინი,რისკენ მიისწრაფვოდნენ?იქნებ უბრალოდ ისე,დინებას მიჰყვებოდნენ?

ამოუცნობი იყო ეს...ისეთივე ამოუცნობი, როგორიც მისი გრძნობები.

სად წასულიყო,ან საიდან მოდიოდა?

კითხვები მოსვენებას არ აძლევდა.

იგი წიგნს გავდა,რომელსაც სანამ არ წაიკითხავ,ყდით ვერ განსჯი.

თუმცა,არც თვითონ არ იცოდა,რა ეწერა იქ...მის გულში,ქვეცნობიერში.

-თაე... -იკითხა გუკმა,თან თაეს გახედა და მზერით ანიშნა,რომ სიტყვის გაგრძელებას აპირებდა.

-ისევ გიყვარვარ?..ისევ ისე,როგორც ადრე გიყვარდი,ძველი მოგონებებით, რომლებიდანაც,ერთიც კი აღარ შემრჩა?

მდუმარებამ დაისადგურა.თითქოსდა, სადაც იყო,ყურთათვის ყველაფერი გასაგონი იქნებოდა,გარდა პასუხისა...

-გუკ..მე.. -ხმა ჩაუწყდა მას.არ იცოდა რა ეპასუხა,რადგან ისიც მასსავით დაკარგულიყო.წარსულისა და ახლანდელი დროის გზაჯვარედინზე იდგა,თუმცა არ იცოდა საით წასულიყო.

ამაღელვებელმა თვალის კონტაქტმა,ისინი აიძულა მზერა კვლავ ცაზე გადაეტანათ. ამოსობაში პასუხიც გაისმა.

-არ ვიცი. -მოკლე პასუხმა ორივეს გული დაასევდიანა.

ვრცელი პასუხის მომლოდინე გუკი ცას შეჰყურებდა და თავში ფიქრთა მიერ გაჩაღებული ომის შეწყვეტას ცდილობდა.
ხოლო თაე,რომელსაც მთელი გულით უნდოდა,რომ საუბარი განეგრძო,ბგერებს საშუალება მისცა,რომ ბაგეებიდან დაეხსნათ თავი.

-სიმართლე,რომ გითხა...დაბნეული ვარ.
სადღაც დავიკარგე,გუკ.არ ვიცი...არ ვიცი რას ვგრძნობ,არც ის ვიცი ახლა რას ვამბობ,თუმცა მინდა იცოდე,რომ ძალიან მიყვარხარდი,ახლაც მიყვარხარ და სამუდამოდ მეყვარები.მთელი გულით მეყვარება და მომენატრება თითოეული წამი,რომელიც შენთან ერთად გავატარე.
ჩემთვის,მხოლოდ მეგობარი არასდროს ყოფილხარ,არამედ დედაც და მამაც იყავი.ყოველთვის მარიგებდი,მეხმარებოდი
დაცემისას კვლავ წამოვმდგარიყავი და არ დავნებებულიყავი.ყოველთვის ჩემს გვერდით იყავი,მაშინაც კი,როდესაც ამას არ ვიმსახურებდი.ვერასოდეს შევძლებ მადლობის გადახდას,იმისთვის რასაც ჩემთვის აქამდე აკეთებდი...თუნდაც არაფერი გახსოვდეს.თუნდაც არ იყო ის ვინც იყავი. მნიშვნელობა არ აქვს გუკ...ისევ ისე მეყვარება დანახვა შენი თვალების,იმედით სავსენის,რომელების დანახვასაც განსაცდელის დროს,ყველაზე მეტად ვნატრობდი.ისევ მეყვარება შენი მზერა,რომელსაც დღემდე ვნატრულობ. თუნდაც შენ არ იყო,ის ვინც იყავი.არ შემიძლია გიყურო და არ გამახსენდეს ის ვინც ასე მიყვარდა.არ შემიძლია გუკ...

ცრემლები,რომლებმიც თვალებიდან უკითხავად იღვრებოდნენ,არ აძლევდნენ მას საშუალებას,კიდევ რაიმე ეთქვა.

თითქოსდა ხმის იოგები ჩამწყდარიყვნენ, მათი სიცოცხლის ვადა ამოწურულიყო...

წითელი ცის ქვეშ მჯდომი სხეულები, მთრთოლვარებას შეეპყრო.

მეტის ატანა აღარ შეეძლო...აღარ შეეძლო ამ გრძნობების ერთად შეკავება.
ამიტომ,მათ უფლება მისცა,მისი სხეულით გამოემჟღავნათ თავიანთი თავები.

გრძნობებს აეკლოთ არემარე,ლამაზი ცის ქვეშ.არც არასოდეს შეწყვიტავენ ისინი,
გულის სიღრმეში გაბატონებას.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now