6

327 32 2
                                    

შაბათი-4:25

დაეშვა თუ არა თვითმფრინავი გაყინულ დედამიწაზე,არეულობა შეიქმნა.მგზავრები ერთმანეთში ირეოდნენ.მართალია ყველა წესს იცავდნენ,თუმცა ბრბო მაინც არეულობას ქმნიდა.

სოფო ბოლოს ჩამოვიდა.

დადგა თუ არა მჭიდროდ მოჭერილი ფეხსაცმლის ძირი ცივ ქვაფენილს, ხელები გაშალა და მაშინვე იგრძნო შემოდგომის სასიამოვნო სიგრილე; შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და დაიყვირა...

-Hello London!

როდესაც ყვირილი დაასრულა და ხელები ძირს ჩამოუშვა მობილური ამოიღო და ქაის დაურეკა.

ერთხელ...ორჯერ...სამჯერ,თუმცა არა და არ პასუხობდა.

-ჯანდაბა!თუ არ მიპასუხებ...ააჰ!

სოფომ მობილური უხეშად ჩაიდო ჯიბეში და სახედამანჭული სასტუმროს გზას დაადგა.

4:30

სოფომ თოვლივით თეთრ თეთრეულს  ხელი გადაუსვა და საწოლზე წამოწვა.
რამდენიმე წუთი ქაიზე ფიქრში გაატარა,შემდეგ ფანჯარასთან გადაინაცვლა და ახლა უკვე უმშვენიერეს ლანდშაფტთან ერთად გააგრძელა მასზე ფიქრი.

-ნეტავ რას აკეთებ...

ჩაილაპარაკა თავისთვის და თვალები დახუჭა.უნდოდა ის სიჩუმე და უცხო ნიავი შეეგრძნო,რომელსაც ამდენი ხანი ნატრობდა;შემდეგ თვალები ნელა გაახილა და ბოლოჯერ გადაათვალიერა ლამაზი ლონდონის ხედი.

სანამ ტკბობას დაასრულებდა მობილურის ხმა შემოესმა და მისკენ სწრაფად გაიქცა.

იმის მოლოდინში, რომ ეს ქაი იქნებოდა და აღებისთანავე მის ხმას გაიგონებდა,ნომრისთვის არც კი დაუხედავს,უბრალოდ ყურთან ახლოს მიიტანა და გაჩუმდა.

-hello

ეს იყო სიტყვა რაც მან გაიგონა და რამაც მისი გული დაამშვიდა.

-აჰ ქაი!რატომ არ მიპასუხე? -მაღალი ტონით იკითხა სოფომ და პასუხს დაელოდა.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now