14

152 14 0
                                    

კაბინეტში სადაც სოფოს გარეშე სიმარტოვე იგრძნობოდა,ქაი მაგიდას მიყრდნობოდა და იატაკს დაშტერებოდა.

მოულოდნელად,ისე,რომ ქაი ვერც კი შენიშნა,ოთახის სახელური ნელა და თითქმის უხმოდაც ჩამოიწია.

ოთახში ფორმალურად ჩაცმული ახალგაზრდა შემოვიდა და გაეღიმა,როდესაც ქაი ასეთ მდგომარეობაში დაინახა.

გადაწყვიტა მიუახლოვებოდა,თუმცა სანამ ნაბიჯს გადადგამდა ქაი გამოფხიზლდა, თავი აქეთ-იქით გააქნია და სწრაფადვე, მის წინ მდგომს,გაკვირვებულმა გახედა.

-სოფო?! -წარმოთქვა სერიოზული სახით,თუმცა სერიოზული სახე მალევე სიხარულისაგან მბრწყინავმა თვალებმა და თბილმა ღიმილმა ჩაანაცვლა.

ქაი სოფოსკენ წავიდა და მჭიდროდ,თბილად მოეხვია,როგორც მონატრებულებს სჩვევიათ ხოლმე.

-ეს ისეთი მოულოდნელი იყო. -ქაიმ ცოტახნით პაუზა გააკეთა და შემდეგ განაგრძო.

-რატომ არ მითხარი,რომ მოდიოდი?
რაიმე ხომ არ მომხდარა?

სოფოს გაეღიმა და წამით მის თავში ყველაფერმა გაიელვა რაც კი ლონდონში თავს გადახდა,თითოეულმა მოგონებამ, რომლებმაც უთვალავი ემოციის ტალღით ჩაძირა სოფოს გონება,მასში ელვის სისწრაფით განვლო და კვლავ სიცარიელე დატოვა კვალად.

-არა,ყველაფერი რიგზეა!ვიფიქრე აჯობებდა სიუპრიზი მომეწყო და ასე გამეხარებინე,თანაც რომ მეთქვა, დამელოდებოდი და სანამ ჩამოვიდოდი, ლოდინში ამოგხდეოდა სული...ასე არ არის? -იკითხა და თან ორივეს ჩაეცინა.

-გინდა სადმე გავიაროთ?ჩვენს საყვარელ კაფეში?მგონი ახალი სადილი.

-სერიოზულად? -სიხარულით იკითხა სოფომ და სახე გაუბრწყინდა.

-სერიოზულად! -დამადასტურებელი სახით უპასუხა ქაიმ და თან თავის საქციელზე ჩაეცინა.

-კარგი,კარგი წავიდეთ.

სოფო გახარებული მიაბიჯებდა მონატრებულ ქუჩებში,მონატრებულ ადამიანთან ერთად,რომელიც მას ამ დროის მანძილზე ელოდა.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now