18

122 11 0
                                    

8:05

საღამომ,რომელიც ზედმეტად გაიწელა დასასრულს ნელა,აუჩქარებლად მიუახლოვდა.

დამშვიდობება ორივეს უჭირდა,თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს,ხოლო შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს.

გუკი და სოფო თავიანთ გზებს დაადგნენ. ჩაფიქრებულნი,თან ბედნიერები,თან სევდიანები.არცერთს არ უნდოდა დაეტოვებინა ის მშვენიერი წუთები,რომლებმაც ისე ჩაიარეს და ისე ჩაბარდნენ წარსულს,თითქოსდა,არც არასდროს ყოფილიყვნენ.

გუკი ყოველთვის ფიქრობდა,რომ დრო შესანიშნავი რამ იყო.სოფოც ასე ფიქრობდა.მას ხომ ისეთი ძალა აქვს,რომ შეუძლია ადამიანის სულზე მიცხებული მუქი დანაშაულის,ან თუნდაც სევდის ლაქა გააფერმკრთალოს.სიხარული ტანჯვად აქციოს და პირიქით.

სანამ დრო კვლავ შეუჩერებლად განაგრძობდა წინსვლას,მანამდე გულაჩქარებული და აფორიაქებული ქაი, პატარა ოთახში ბოლთას სცემდა და თან ფრჩხილებს შეუმჩნევლად იკვნეტდა.

ოთახის კარის გაღებისას ფრჩხილების კვნეტა შეწყვიტა და სოფოს თვალებგაფართოებულმა გახედა.

მისი გამომეტყველებიდან იმ აზრს გამოიტანდით,რომ თან რაღაცის ეშინოდა და თან ძალზედ გაბრაზებული იყო.

-სად იყავი?! -იკითხა ცივი,მაღალი ტონით.

-სასეირნოდ.-წყნარად უპასუხა სოფომ,ისე,რომ არაფერი შემჩნეოდა.

-მარტო? -თვალებში ჩააშტერდა ქაი, თითქოსდა ამით სოფო ტყუილს ვერ ეტყოდა,ან თუნდაც გაებედა ტყუილის თქმა,მაშინვე მის ლამაზ თვალებში გამოჩნდებოდა ყველაფერი.

-დიახ.მაგრამ რატომ მეკი..

-მატყუებ!

სიტყვა გაწყვეტილი სოფო ამ ყველაფრის შემდეგ გაღიზიანდა. ჯერ თავი დაბლა დახარა,ხოლო შემდეგ გაეღიმა და ქაის თვალებში ჩახედა.

-იცი რა?!...უკვე ყელში ამომივიდა!

სანამ განაგრძობდა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.თან თავში სიტყვების დალაგებას ცდილობდა.

-როდემდე უნდა ვიყოთ ასე,ნუთუ ვერ ხვდები,რომ ამ სიყალბეს ორივენი ვამჩნევთ? -ნელი და დაბალი ტონით განაგრძო მან საუბარი.

-მთელი ჩემი ცხოვრება მოგანდე. მიყვარდი.მიყვარდი ისე, როგორც არავის.მინდა გახსოვდეს,რომ დღემდე მიყვარხარ და ამას არასდროს შევწყვეტ.
უბრალოდ არ შემიძლია ჩემი ნებით გავწყვიტო ის ძაფი,რომელიც შენთან მაკავშირებს მაგრამ სხვა გზა არ არის.
ნუთუ ვერ ხვდები,რომ ჩვენს შორის ბევრი რამ შეიცვალა...მე...

სოფოს თვალები აუცრემლიანდა და დაბალი ტონი,სევდიანში გადაენაცვლა.
ქაისაც ცრემლებით აევსო თვალები. არ იცოდა რა უნდა ექნა, როდესაც უყურებდა მისი,ერთ დროს ყველაზე საყვარელი ადამიანი,წინ იდგა და მის გამო ტიროდა,მათ გამო ტიროდა.

ის სოფოსკენ წაიწია,თუმცა სოფომ მცირე ნაბიჯით უკან დაიხია იმის ნიშნად,რომ სჯობდა მას არ მიახლოვებოდა.

-სოფო...

პასუხი არ ისმოდა,სოფო კვლავ თავის ფიქრებში იყო დაკარგული.ახლა უკვე ყველაზე მეტად უჭირდა მათგან თავის დაღწევა.

რამდენიმე წამში მან ქაის თვალებში ჩახედა და კვლავ სავსე თვალებით თავი ოდნავ აქეთ-იქით გააქნია,წარბები შეკრა და ოთახი დატოვა.

ქაიმ იცოდა,რომ ეს მზერა დამშვიდობების ტოლფასი იყო.იმის მიუხედავად,რომ სოფოს მიმართ გრძნობები ისეთი მძაფრი აღარ იყო,გული მაინც შესტკიოდა.თუმცა მიუხედავად იმისა,რომ მან ახლახანს ის ადამიანი დაკარგა,რომელთან ერთადაც მთელი ცხოვრება დაგეგმა,მაინც სწამდა იმის,რომ ის ბედნიერად იცხოვრებდა,მის ახალ სიყვარულთან ერთად.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now