2

706 43 2
                                    

ორშაბათი-საღამოს 8 საათი.

ხალხი ერთმანეთში ისე ირევა,რომ საკუთარ შვილსაც ვერ გამოარჩევ.
ზოგი იღიმის,ზოგი მოწყენილი ან დაღლილია,ზოგს კი როგორც არ უნდა დაუწყო აღწერა,მაინც ვერ გამოიტანო დასკვნას თუ რას განიცდის იგი, ზუსტად ისე,როგორც ის ერთი შეხედვით უღიმღამო და უმნიშვნელო, ცნობილი ძვირადღირებული ნახატები, რომელთაც დიდი ყურადღება სჭირდებათ,რათა მათი მთავარი სათქმელი შეიცნო.

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ადამიანი ყველაზე მისტიკური და ამოუცნობი არსებაა,თუმცა ხშირად იმასაც ვფიქრობ,რომ პირიქით,ის გადაშლილი წიგნის მსგავსია,რომლის წაკითხვაც გვეზარება,ან თუნდაც შეგნებულად ვარიდებთ თავს,რადგან სიმართლე მწარეა. ადამიანის გულში და გონებაში ხომ სხვა არაფერია, გარდა ღრმად დამარხული სიმართლისა.

- ჰიუნინგ...ჰიუნინგქაი! -ჰიუნინგქაის ფიქრი ნაცნობმა ხმამ შეაწყვეტინა.
პირველი რაც დაინახა ეს მომღიმარი სუბინი იყო, შემდეგ დანარჩენებიც შეამჩნია.

ცოტახნით სიჩუმე ჩამოწვა.არცერთს ხმა არ ამოუღია,რამაც უხერხულობა გამოიწვია.

-დიდი დრო გავიდა. -ქაიმ უხერხულობის გაწყვეტა სცადა,თუმცა არაფერი გამოუვიდა.

-კარგით რა! -წამოიძახა მოულოდნელად იონჯუნმა. -ჩვენ ხომ კლუბში ვართ,მოდით ვიცეკვოთ!

მან დანარჩენები წამოაყენა და საცეკვაოდ ხალხის ბრბოში შერია.

...

დღეს ორშაბათია.რაც იმას ნიშნავს,რომ ათასობით ადამიანი, დაღლილ დაქანცული ბრუნდება სახლში.

სოფომ შესასვლელი კარის სახელური მძიმედ ჩამოწია და სახლში შესვლისთანავე იატაკზე მოთავსდა,თვალები დახუჭა და თავი კარს მიადო,რომელიც ახლახანს ხმაურიანად დაიკეტა.

-მართლაც მძიმეა ეს...ცხოვრება.

სოფომ თავისთვის ჩაილაპარაკა და თავის მოწესრიგება დაიწყო.

ვახშამი მისთვის უცნობი ჩვეულებაა ალბათ ამ სიტყვის არსებობაც კი დავიწყებული აქვს.თუმცა, მას სხვა პრობლემა აქვს.სამსახურს არ ვგულისხმობ.

არ ვგულისხმობ იმას,რომ ის უკვე დიდი ხანია დილაადრიან დგება,სამსახურში მიდის,უკან ბრუნდება და თვალებს ხუჭავს თუ არა უკვე დილაა.არა...არამედ სიყვარულს ვგულისხმობ.

ეტყობა არ იცის რა არის სიყვარული,თორემ უბრალოდ დამღლელი სამსახურის გამო არ იტყოდა რა ძნელია ცხოვრებაო.

ისიც სხვა გოგონებსა თუ ბიჭებს გავს,რომლებიც ბავშვობაში იმეორებენ ფრაზას — ვისწავლი, ვიმუშავებ,სიყვარულს ვიპოვი და შემდეგ ოჯახს შევქმნი. და თან ისე იმეორებენ თითქოსდა სკოლაში დააზეპირებინეს.

სოფოც სწორედ ასე ფიქრობდა,თუმცა მას უპირატესობები გააჩნია.

მან შეძლო ესწავლა ის რაც სურდა,შეძლო ეშოვა სასურველი სამსახური.მასაც ჰქონდა უამრავი სტრესი,სიხარული და სხვა მრავალი განცდა სწავლის პროცესში, რომელთაც ყველა განიცდის და მაინც ვერ მიხვდა,რომ სიყვარული სულაც არ ნიშნავს მხოლოდ გულის ფრთქიალს ვიღაცის დანახვისას.

მაგრამ პოზიტიურად რომ ვიფიქროთ...არა უშავს.

ნამდვილი სიყვარული ადრე თუ გვიან,ყველასთან მივა.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now