3

484 35 0
                                    

კვირა-დილის 8 საათი.

წყნარ,ყვავილების სურნელით ავსებულ ოთახში წკრიალა ზარის ხმამ ჰარმონია დაარღვია და ოთახის პატრონიც გააკვირვა.

სოფომ სწრაფად დახედა მობილურს და გული აუჩქარდა,თან გაიღიმა და უპასუხა.

- გისმენთ! - თქვა სერიოზული ტონით,თუმცა უნდოდა, რომ სიხარულისაგან კისკისი დაეწყო.
რამდენიმე წუთში მობილური უფრო გახარებულმა დადო ლოგინზე და სწრაფადვე დაიწყო მზადება.

სოფო ამ დღეს დიდი ხანი ელოდებოდა.მართალია დიდ ხანში მხოლოდ ერთი კვირა იგულისხმება, თუმცა მას ეს დრო წლებად ეჩვენებოდა.

სოფოს სურვილი დღეს საღამოს ახდება.

იგი შესაფერისად გამოწყობილი, სახლიდან გამოვიდა და ავტომობილში კომფორტულად მოთავსდა,თუმცა გული კვლავ სწრაფად უცემდა.

დიდ შენობაში შევიდა თუ არა უამრავჯერ მოუწია მისი ახლახანს გამომუშავებული ნიჭის,ყალბი ღიმილის გამოყენება.გასაკვირიც არაა,ადამიანი მომწიფებისას მის გამოყენებას თავისუფლად და მარტივად სწავლობს.

აუქციონზე უამრავი ნივთი,ხელოვნების ნიმუში,ანტიკური ნამუშევრები და რა არ წარმოადგინეს,რომლებიც არც ისე სახარბიელო ფასად გაიყიდა,თუმცა სოფო სულ სხვა რამეს ელოდა,
რომელიც როგორც ჩანდა არ პაირებდა მალე გამოჩენას,რამაც ის კიდევ უფრო აანერვიულა. თითქოსდა რაღაც ცუდს მოელოდა.

დაბალმა,ძვირფას ტანისამოსში გამოწყობილმა მამაკაცმა ჩაქუჩი უკვე მეასედ დაარტყა ხმაურიანად,მთელ დარბაზში ექოსავით გაისმა მისი ხმა.

დარბაზში  სასიამოვნო ნიავი შემოიჭრილიყო,რომელიც კანს რბილად ეფინებოდა.ეს ნიავი სოფოს განტვირთვის და დამშვიდების საშუალებას აძლევდა.

სოფოს ხელები გალურჯებულიყო და აკანკალებულიყო.ხელების კანკალს ყურადღებას არ აქცევდა,რადგან ეს მისთვის ჩვეული რამ იყო,რომელიც მოზარდობის პერიოდში ჩამოუყალიბდა.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Där berättelser lever. Upptäck nu