9

241 24 0
                                    

- გამარჯობა! მე ჯეონ ჯონ..

- აჰ!არა! - გუკმა მაგიდაზე დადებული პატარა ქაღალდი უხეშად დაკუჭა და მაგიდასთან მდგომ,პატარა სანაგვე ყუთში მოისროლა. შემდეგ კვლავ მაგიდას მოუბრუნდა, კალამი ხელში მოიმარჯვა და კიდევ ერთხელ დაფიქრდა.

დაახლოებით მეასედ გაისმა საწერკალამის ფურცელზე ხახუნის ხმა ოთახში.გუკმა კიდევ ერთი დაკუჭული ქაღალდი მოისროლა ნაგვის ყუთში,თუმცა ყუთი ასობით ასეთი ქაღალდით უკვე კარგად გავსებულიყო, ამიტომ ახლახანს ნასროლი ქაღალდი მეორეს მოხვდა და ძირს დავარდა.

მან სახე პატარა ხელებში ჩარგო და ფიქრი განაგრძო.კიდევ დიდხანს იჯდა,სანამ წვიმის წვეთები და ნათება,დამაყრუებელი ხმით,არემარეს ამშვენებდა.გონებაში,წვიმის წვეთების ხმის,ჭექაქუხილისა და ერთმანეთში ჩახლართული ფიქრების გარდა აღარაფერი იყო.

გუკმა ფიქრი შეწყვიტა და თავისთვის ჩაიჩურჩულა,რომ დროა შეეწყვიტა. ხელები სახიდან მოიშორა თუ არა, მისი წყლიანი თვალები სანთლის შუქზე,მაშინვე გაუბრწყინდა.სანამ სხვა რაიმეს მოიმოქმედებდა კარის ხმა გაისმა.

ოთახში მოულოდნელად გამოჩენილი დედა გუკს უყურებდა და უკვირდა ამ დროს,რომ კვლავ ფხიზლად იყო.

- რატომ არ გძინავს? - არემარეს დედის ტკბილი ხმა მოეფინა.

ის გუკთან მივიდა და გულში ჩაიკრა. როდესაც თვალებში ჩახედა და შეამჩნია თუ როგორი წყლიანი იყვნენ ისინი,საგონებელში ჩავარდა.მას ისღა დარჩა უბრალოდ ეკითხა.

- ტიროდი? - გუკმა თავი დედის მკლავებში ჩარგო და მოულოდნელად აქვითინდა.

გუკის ამ საქციელმა დედა კიდევ  უფრო გააკვირვა,თუმცა გადაწყვიტა ზედმეტი კითხვების დასმის მაგივრად, უბრალოდ ეცადა მისთვის დარდი ცრემლების სახით გაეზიარებინა.

ქალმა თბილი ღიმილით ააწევინა გუკს თავი და თვალებში ჩახედა, იმის ნიშნად,რომ ყველაფერი კარგად იყო და ასეც იქნებოდა.გუკსაც ღიმილი მოეფინა სახეზე და დედას ჩაეხუტა.

გუკს დედისთვის ხელი არ გაუშვია,სანამ მისი ქუთუთოები არ დამძიმდა და ჩაეძინა,ამიტომ დედამ ის საწოლზე მოათავსა და შუბლზე აკოცა.

სანამ გუკს გადასაფარებელს აფარებდა,ძირს დაგდებულ ქაღალდს მოკრა თვალი რამაც ცნობისმოყვარეობა გაუღვავა.

მასთან ახლოს მივიდა,ქაღალდი აიღო,ნაგვის ურნას მიუახლოვდა და ქაღალდი შიგ ჩააგდო,თუმცა სანამ ოთახს დატოვებდა გადაწყვიტა  ერთ-ერთი მათგანი ამოეღო.

ნაგვის ურნა ძირს დადო და ის ქაღდი ამოიღო,რომელიც ყველაზე თვალში საცემი აღმოჩნდა.

საგულდაგულოდ დაჭმუჭნული ქაღალდი გაასწორა თუ არა,ლამაზი,თან დახეილი კალიგრაფიით დაწერილ ტექსტს მოკრა თვალი.

" შეიძლება რასაც აქ წაიკითხავ ყველაფერი უცნაურად მოგეჩვენოს, თუმცა ერთადერთი რამ,რაც მინდა,რომ იცოდე ის არის,რომ მაშინვე რაღაც დამმართე,როდესაც პირველად დაგინახე.არ ვიცი ეს რა გრძნობაა.არ ვიცი თუ ამ ასაკში შემიძლია გითხრა,რომ მიყვარხარ.
როგორც ვიცი არასდროს იცი როდის გეწვევა ეს გრძნობა,თუმცა გული მიგრძნობს,რომ ეს გრძნობა რაც შიგნიდან მჭამს სწორედაც,რომ სიყვარულია.არ მინდა ამ სიტყვებით შეგაშინო და არც ის მინდა,რომ გამოხედვის ღირსადაც არ ჩამთვალო.
უბრალოდ მე..."

წერილი აქ წყდებოდა.დედას ჩაეღიმა თან ოდნავი იმედგაცრუება იგრძნო,
თუმცა ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოსდა გული გაუთბა.

ამორჩეული ქაღალდი ჯიბეში ჩაიდო.სანამ ოთახს დატოვებდა გუკს დახედა,შუბლზე მეორედ აკოცა და გასვლამდე გადასაფარებელი შეუსწორა.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now