10

241 24 0
                                    

8:00

თვალებ აწითლებული გუკი საწოლზე იწვა.ხელები კისრის ქვეშ დაეწყო და თან წარსულზე ფიქრობდა. წარსულზე, რომელიც იმდენ ემოციას იწვევდა, რომ მათი მფლობელის გონება გაეფანტათ.არ იცოდა სად,როგორ და რანაირად გამოეხატა ეს გრძნობები კსე,რომ ერთი წვეთიც კი არ დარჩენილიყო;ისე რომ ამ ემოციებს მისი გონების მართვის საშუალება აღარ მისცემოდათ.

ფიქრში გართულმა ისიც კი ვერ შეამჩნია,რომ თვალების ხამხამიც კი შეწყვიტა.მალევე თვალები აეწვა, ამიტომ მარჯვენა ხელი კისერს მოაშორა და ორივე თვალი შეიზილა,თან ამოიხვნეშა და წამოდგა.
სანამ იმდენს მიხვდებოდა,რომ უკვე გამოფხიზლების დრო იყო, ნაცნობი და თან მონატრებული ხმა შემოესმა.

ცოტახნით ყური უდა,შემდეგ კი იგი ხმას გაყვა,რომელმაც ფანჯარასთან მიიყვანა.გარეთ მომლოდინე მეგობრების მომღიმარი სახეების დანახვისას მას გადაავიწყდა ყველაფერი,რის შესახებაც ფიქრობდა და სახეზე ბედნიერმა ღიმილმა გადაურბინა.

- ჯონგუუუკ! - ყვიროდა ერთ-ერთი მათგანი და თან ყურებამდე გაღიმებული ხელს იქნევდა.
- ახლავე მანდ გავჩნდები. - გუკმა  ხელი დაუქნია და მომღიმარი სახით უპასუხა.

სანამ სახლს დატოვებდა შავი პალტო მოიცვა და საყვარელი ხელთათმანები
მოირგო.შემდეგ წამით სარკეში ანარეკლს მოკრა თვალი,რამაც მისი ყურადღება მიიპყრო.

ღიმილს...გამომეტყველებას...
ნაკვთებს,სწორედ რომ ის წითელი სევდიანი თვალები სძენდა სიყალბეს, რომლებსაც გუკი აკვირდებოდა.მაგრამ ვერ გაეგო მათი ასეთი ჩაწითლების მიზეზი.

წარსული?!არა...იქნებ მომავალი?! თუმცა მომავალზე ფიქრი მას ამჟამად არ აწუხებდა.იქნებ ის?! ვინ იცის.
ვინ იცის გარდა გულისა,რომელიც უსაზღვრო ემოციებს მხოლოდ ჩვენს გამო.რათა ვიგრძნოთ სიყვარული, ზიზღი,სიძულვილი,მონატრება და სხვა მრავალი რამ რაც გვეხმარება,რომ ვიყოთ ადამიანები.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now