4

394 37 0
                                    

ტრაგედიიდან ერთი კვირა გავიდა. სოფო კვლავ თავის ოთახში იჯდა და მოთქვამდა,თუმცა ყველანაირად ცდილობდა თავი შეეკავებინა და ქაისგან დაემალა თავის გასაჭირი.
ისევ ძველებურად გაეღიმა მისთვის.

რამდენიმე წუთში,ოთახში ქაი შევიდა და მის გვერდით მოკალათდა,თუმცა სოფოს ეს არ შეუმჩნევია,რადგან ფიქრებში ღრმად იყო ჩაფლული და ერთ ადგილს უცქეროდა.

ქაი სოფო მხარს ნელა შეეხო.სოფო ჯერ შეკრთა,თუმცა მალევე დამშვიდდა.

-რაზე ფიქრობდი? -ჰკითხა ქაიმ და თან ტკბილად გაუღიმა.
-არ ვიცი.ბევრ რამეზე!-სოფო სცადა ამ პასუხით დაემალა თუ რაზე ფიქრობდა იგი სინამდვილეში და გამოუვიდა კიდეც.
-მე ვიყავი შენს ფიქრებში? -მაცდური მზერით შეხედა სოფოს.
-რა თქმა უნდა!

ქაიმ სოფო ლოგინზე დააგდო და ღიჭინი დაუწყო.სოფო ბოლო ხმაზე ხარხარებდა.

-შე..წყვი..ტე! -ძლივს წარმოთქვა სოფომ ეს სიტყვები და სიცილი განაგრძო.

მალე ოთახში არაფრის ხმა არ ისმოდა,სიჩუმეს დაესადგურა.
ორ ახალგაზრდას ტკბილად ეძინათ,თითქოსდა, ამ ქვეყნად სადარდებელი არ ყოფილიყო.

გარეთ მზეს გამოეყო თავი. ერთი შეხედვით, არემარეს კაშკაშა სხივებით ათბობდა,თუმცა მაინც ციოდა.

გუკი კმაყოფილი მიაბიჯებდა ლონდონის ქუჩებში და შენობების განსხვავებული დიზაინით ტკბებოდა.
ამ ტკბობას თანდათან ის აქრობდა, რომ აქ მხოლოდ და მხოლოდ დასამალად იყო ჩამოსული,თუმცა მაშინვე იშორებდა ხოლმე თავიდან ამ ფიქრებს და იმას განაგრძობდა,რითაც აქამდე იყო დაკავებული.

მოულოდნელად,ფიქრებში დაკარგული გუკის ყურადღება,ერთ-ერთი მაღაზიის გამჭირვალე ვიტრინაში გამოფენილმა უმშვენიერესმა ნამუშევრებმა მიიპყრეს და თანაც როგორ ძლიერად.

ნამუშევრებზე სრულიად  სხვადასხვა
გარეგნობის მქონე ქალწულები იყვნენ ასახულები. ზოგს ისეთი სახის  გამომეტყველება ჰქონდა,რომ ვერც კი გაიგებდი რა სურდათ.

გუკი ცოტახნით კიდევ ჩაფიქრდა და გაახსენდა...

გაახსენდა ის დრო,როდესაც მას ხატავდა;როდესაც მარტოდ იჯდა და ხელოვნების ნიმუშებს,ქმნიდა.

ხატავდა,თავისი ჯერ კიდევ გამოუცდელი ხელებით.

ცოტახნით ჩამოჯდა,ყურსასმენები გაიკეთა და კვლავ დაფიქრდა.უნდოდა ყველაფერი გაეხსენებინა.უნდოდა გაერკვია,თუ რატომ გამოიწვეს ამ მოგონებებმა ასეთი ნეგატიური ემოციები.

...

მარტოდ,მიყრუებულ ქუჩაში,სადაც წვიმისგან დასველებულ ქვებზე ათასი ანარეკლი მოჩანდა, გუკი სევდიანად მიაბიჯებდა და თან წყნარად ღიღინებდა.

არ იცოდა თუ კიდევ შეძლებდა მის ნახვას,მისი სილამაზის კიდევ ერთხელ დანახვას,თუმცა ერთი რამ იცოდა;თუ კი კვლავ იპოვიდა მას,აღარასდროს გაუშვებდა.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now