27

75 10 0
                                    

12:44

-აჰ!როგორი დამღლელია ეს ყველაფერი... -ჩაიბუტბუტა გუკმა და სოფოს ლეკვის თვალებით გახედა.

-მასე ნუ მიყურებ!აი,ახლა ხომ მიხვდი, როგორია ალაგო მთელი დღე?მიდი...მიდი,კიდევ დარჩა. -გუკის შებრუნებისას,ჩუმად ჩაეცინა და სახე მაშინვე დაასერიოზულა.

-სოფ... -წუწუნი დაიწყო გუკმა,თუმცა სიტყვა მაშინვე გააწყვეტინეს.

-არა,არა...მიდი!სანამ არ ჭურჭელს არ დარეცხავ,იატაკს არ მოწმენდ,სარეცხს არ ჩამოხსნი და შემდეგ ახალს გაფენ,სანამ მტვერს არ გადაწმენდ და ბოლოს შენ თავსაც არ მიაყოლებ,მანამდე არსად წასვლაზე დამელაპარაკო! -სოფომ სიცილი შეიკავა და თავი მკაცრ უფროსად დაიკავა.

დიდი ფუსფუსის და აყალმაყალის შემდეგ,როგორც იქნა ყველაფერი დასრულდა.

სოფო კმაყოფილი სახით ათვალიერებდა ყველაფერს,როდესაც მზერა დაღლილ გუკზე შეაჩერა,რის გამოც კვლავ დასჭირდა სიცილის შეკავება.

-ყოჩაღ! -სიამაყის ტაში შემოჰკრა სოფომ და გუკს გაუღიმა.

-ყოჩაღ...ყოჩაღ... -გუკი ბუტბუტით მიდიოდა სააბაზანოსკენ 

1:10

-გუკ,ამდენ ხანს რას აკეთებ? -აბაზანის კარებზე აკაკუნებდა სოფო და პასუხს ელოდა.

-მალე გამოვალ! -წყლის გამო,ბუნდოვნად მოსულმა პასუხმა,სოფო მაშინვე დააკმაყოფილა.კარებს მოშორდა და ნამცხვრის შესამოწმებლად გაეშურა.

ამასობაში გუკის გული ისე სცემდა როგორც არასდროს. თითქოსდა, ეშინოდა,თუმცა,ზუსტად ვერ გაეგო რისი.

მობილურის ეკრანიდან გამომავალი სინათლე,გუკს მწველი მზის სხივების მსგავსად უწითლებდა თვალებს.

კოდევ ერთი შეტყობინების შემდეგ,რითმა და სუნთქვის სიხშირე სიჩქარეში ეჯიბრებოდნენ.

აკანკალებული ხელებით გახსნა გუკმა მომდევნო შეტყობინება და თვალი განერვიულებულმა გადაავლო.

-გუკ,ნამცხვარი მზად არის.

ამ ძვირფასმა ხმამ იგი მაშინვე გამოაფხიზლა და აიძულა ცოტახნით რეალობის ტკბილ მხარეს დაბრუნებულიყო.

-მმმ!ძალიან გემრიელია. -ძალით გაიღიმა გუკმა და ლანგარი მაგიდაზე დააბრუნა.

-მართლა?მაშინ კიდევ გავაკეთოთ!

-კარგი,წავალ საჭირო ინგრედიენტებს ამოვიტან. -ასეთმა პასუხმა სოფო გააკვირვა.

-ახლა? -იკითხა მან და კვლავ გაკვირვებული შეჰყურებდა გუკს,რომელიც გარდერობისაკენ გაემართა.

-დიახ,ახლა.ისედაც პატარაა,მოდი მეორეც გავაკეთოთ. -სოფოს გაუღიმა და  სახლიდან სწრაფად გავიდა,რომ უკან არც მოუხედავს.

სოფო გამობრუნდა,მხრები აიჩეჩა და ტორტისთვის საჭირო ჭურჭლის მომზადება დაიწყო,როდესაც გუკის მობილურის ხმა შემოესმა.

მობილური მაგიდის ზედაპირს მოაშორა თუ არა,მაშინვე გაუჩერებელი ვიბრაცია იგრძნო.

-მობილურიც კი დაავიწყდა.რას გარბოდა,რომ გარბოდა? -ჩაილაპარაკა სოფომ და თან მობილური გახსნა.

მოულოდნელად გარემო ძალიან დაიძაბა.
სოფომ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და კითხვა განაგრძო.

-იქ მოდი სადაც დაგიბარეს,ბევრს ნუ ლაპარაკობ!იცოდე,თუ მარგალიტს არ მოიტან,და ჩვენს გაცურებას წამითაც გაიფიქრებ,ყველაზე დიდ მარგალიტს წაგართმევ,გასაგებია?

სოფოს ხელები დამძიმდა,ისე რომ მალე მგრძნობელობაც დაკარგა.მობილური ხელიდან დაუსხლტა და ძირს ხმაურიანად დავარდა.

ამასობაში კი კარის გაღების ხმა გაისმა.
იმის იმედით რომ ეს გუკი იქნებოდა, სოფომ ძალა მოიკრიბა და წამოდგა.

-გუკ ეს ყველაფერი რას ნიშ...

სოფოს წამიერად ენა ჩაუვარდა და შიშმა შეიპყრო.უკან დაიხია,თუმცა თვითონაც იცოდა,რომ ამას აზრი არ ჰქონდა.

სანამ რაიმეს მოიმოქმედებდა,ან თუნდაც დაიყვირებდა,ყველაფერი გაშავდა.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now