17

134 14 0
                                    

6:15

ზეციდან ჩამოცვენილი ცრემლები არა ნაღველს,არამედ სიხარულს აფრქვევდნენ.
მათი ხმა ალამაზებდა არემარეს,და აახლოვებდა საყვარელ ადამიანებს,უფრო და უფრო.

-შ..შენ... - დაიწყო,თუ არა გაკვირვებულმა სოფომ ბლუკუნი,გუკის საჩვენებელმა თითმა აიძულა საუბარი შეეწყვიტა.

მალევე თითი სწრაფად მოაშორა სოფოს გაყინულ და წვიმისგან დასველებულ ბაგეებს და თბილად გაიღიმა,ისე თითქოსდა წლების უნახავ საყვარელ ადამიანს შეხვდა.

-აქ არაფრის თქმა არ არის საჭირო,უბრალოდ სადმე დავსხდეთ და იქ ვისაუბროთ...კარგი?!

გუკის თვალებში მხოლოდ იმის იმედს ამოიკითხავდით,რომ სოფო მას უარს არ ეტყოდა და ბოლო,ძლივძლივობით შემორჩენილ იმედს არ გაუცრუვებდა.

წამების გასვლის შემდეგ,რომლებიც პასუხის მომლოდინე გუკს საუკუნეებად მოეჩვენა,სოფომ თანხმობის ნიშნად, მხოლოდ თავი დააქნია და წინ წავიდა.
გუკი კი ქოლგით უკან დაედევნა,რათა წვიმას ის მეტად არ დაესველებინა.

ყურთასმენას მხოლოდ წვიმის დაცემისას გახმაურებული ტკაპუნის ხმა ესმოდა.არც ერთი სიტყვა,არც ერთი მზერა.არც პატარა ღიმილი არ მიუღია გუკს.

ასეთმა დაძაბულმა ვითარებამ აფიქრებინა,რომ სოფო მას უბრალოდ ზრდილობისთვის დასთანხმდა.თუმცა მალევე მიხვდა,რომ ეს აბსურდი იყო და შემაწუხებელი ფიქრების გონებიდან მოშორება სცადა.

6:46

სანამ იმედიანი გამომეტყველებით მჯდომი გუკი სოფოს შესცქეროდა,და სანამ წყნარი მუსიკის ჰანგები გარემოს ჰარმონიის ნელ ტალღებში ალივლივებდა,მანამდე ვერ გაერკვია სოფოს რა უნდა ექნა,რა უნდა ეთქვა,ან რაზე უნდა ეფიქრა ამ მომენტში.

იქნებ ყველაფერი დაევიწყებინა და გუკი ცხოვრების სრულიად ახალ,სუფთა ფურცელზე დაეხატა.(თუმცა გუკი ისედაც დახატულია😉).

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now