13

166 18 2
                                    

ბორგვაში გატარებული ღამეების შემდეგ, როგორც იქნა სოფომ გადაწყვიტა საავადმყოფოში წასულიყო და ადამიანი, რომელიც მის თავში არსებული მილიონობით შეკითხვის გაჩენის მიზეზი იყო,ენახა და გაერკვია კარგად იყო,თუ არა.

რამდენიმე მოკრიალებული დერეფნის გავლის შემდეგ,როგორც იქნა იმ კარებთან მივიდა სადაც აქამდე იყო და წინ დადგა,ისე თითქოსდა ყოყმანობდა.

სახელურს ხელი ნელა მოკიდა და დაბლა ასევე ნელა ჩამოწია,თითქოსდა შეუმჩნევლად უნდოდა შესულიყო,თუმცა შესვლისთანავე გუკის დაძაბული მზერა იგრძნო.

გრძნობები,ფიქრები და იდეები ერთმანეთში იხლართებოდნენ.ყველაფერი აირია,თუმცა გარეგნულად სოფოს მხოლოდ ნერვიულობას თუ შეამჩნევდით.
აკანკალებულ ხელებზე და გაფითრებულ ბაგეებზე დაკვირვებით გუკი მიხვდა რომ ის ნერვიულობდა,ამიტომ მზერა მოაშორა და ფანჯარაში გაიხედა.

ცოტახნით სიჩუმე ჩამოწვა.ამჯერად ლარნაკში ჩაწყობილ ყვავილებს,თავი მხიარულად და კეკლუცად აეწიათ და ოთახს მათი მრავალფეროვნებით ამშვენებდნენ.

ყვავილები იღიმოდნენ,თუმცა ორ ჩიტს ოთახში ძალზედ მოეწყინათ.

რამდენიმე წუთი,რომელიც ისევ სიჩუმეში გაილია,გუკის შეკითხვამ გაწყვიტა, რომელიც პალატაში დამკვიდრებული სიმშვიდის გამო ხმამაღლა გაისმა.

-მაშინ ასე მალე რატომ დამტოვე?

სოფოს ამ შეკითხვაზე ნორმალური პასუხი არ გააჩნდა,ამიტომ ჩუმად ყოფნა ამჯობინა,თუმცა გუკის მზერის გამო გადაწყვიტა რაიმე ეპასუხა.

-საქმე მქონდა! -უპასუხა ოდნავი მკაცრი ტონით,მეტი თავდაჯერებულობისათვის და შეეცადა თვალის კონტაქტი არ გაეწყვიტა.

-ჰმმ...და ახლა რატომ მოხვედი?

შეკითხვამ,რომელიც წინა შეკითხვაზე წყნარად გაისმა,სოფოს გული თითქოსდა ბასრი ხანჯალით,უდარდელად დაჭრა.ვერ გაერკვია რატომ ეკითხებოდა ასეთ შეკითხვებს.ბოლო შეხვედრისას ხომ ასეთი ტონით არ საუბრობდა.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now