15

146 14 0
                                    

3:55

გრძნობებს ბევრი რამის შეცვლა, შეუძლიათ;შეუძლიათ გაათევინოს ბევრს უამრავი ღამე.შეუძლიათ ადამიანს მსხვერპლის შეწირვა აიძულონ.

განა გრძნობა არ არის არსი ადამიანისა,განა გრძნობა არ არის ის რაც გვამოძრავებს?

გრძნობა რომელსაც სოფოს გული გადაეფარა,იყო,ეჭვი.ეჭვი,რომელიც არ ასვენებდა.თუნდაც მოესვენა,ეჭვი მაინც არ გაქრებოდა.ამიტომ რა აზრი ჰქონდა?!

სოფო დიდ,თუმცა ცარიელ ოთახში ბოლთას სცემდა და თან ფრჩხილებს კბილებით ღრღნიდა.

ამას ხშირად არ აკეთებდა,მხოლოდ ნერვიულობის დროს.არ იცოდა რა ექნა.
იქნებ ქაისთან მისულიყო და პირდაპირ ეთქვა რაც აწუხებდა?არა.იქნებ მათი ურთიერთობა ცუდისკენ შებრუნებულიყო.
იქნებ ჯობდა ყველაფერი დაემარხა,იქნებ ყველაფერს აზვიადებდა.

ეჭვით და კითხვებით გამოტენილ ტვინს ლამის ფუნქციონირება შეეწყვიტა.დაესვენა დიდი ხნით.თუმცა პატრონი საშუალებას არ აძლევდა.

სანამ სოფო აქეთ-იქით სწრაფად გადიოდა და გამოდიოდა,ოთახის კარი გაიღო და ქაი ღიმილით შემოვიდა.ისედაც განათებული ოთახი,მისმა ღიმილმა მეტად გაანათა და სიკაშკაშე,სიცოცხლე შეძინა.

რაც არ უნდა ეჭვი ყოფილიყო სოფოს გულში,ქაის ღიმილი მისთვის კვლავ მოკაშკაშე იმედი იყო სიბნელეში.

-აქ რას აკეთებს? -ამჯერად წყნარად და თბილად იკითხა ქაიმ და სოფოს ნელნელა მიუახლოვდა.

-არაფერს.უბრალოდ ვფიქრობდი.-გაუღიმა სოფომ და უკან დაიხია,რამაც ქაი გააკვირვა,თუმცა არ შეიმჩნია.

-ჰმმ... ფიქრობდი?!ვისზე? -ქაიმ ცალი წარბი აწია და გაიღიმა.

-შენზე! -სოფო იგივე ღიმილით უპასუხა და გადაწყვიტა მასთან ახლოს მიწეულიყო.ქაის მიუახლოვდა და მჭიდროდ მოეხვია.

სინამდვილეში უნდოდა გაერკვია კვლავ ისე იზიდავდა თუ არა ადამიანი,რომელსაც ჩაეხუტა.

ქაი ხელების შემოხვევამდე შეყოყმანდა.თითქოსდა ეს ძალით გააკეთა.მისი გულიც არ სცემდა ისე, როგორც ადრე.არ აჩქარდა,როგორც ადრე,როდესაც ერთმანეთს ხედავდნენ, უახლოვდებოდნენ.

არც სოფოს გული არ აჩქარებული.სწორედ ამ მომენტში გაიგო პასუხი შეკითხვაზე, რომელიც ასე ანერვიულებდა და მოსვენების საშუალებას,წამითაც არ აძლევდა.

როდესაც ერთმანეთს დაშორდნენ,ორივემ ყალბი ღიმილები აჩუქეს ერთმანეთს და ამავე დროს ერთმანეთის თვალებს ღრმად ჩააცქერდნენ,თითქოსდა რაღაცას ეძებდნენ.რაღაც რაც დაკარგვოდათ,მათი სულის სიღრმეებში.ეს რაღაც ალბათ სიყვარული იყო.სიყვარული,რომელიც მათ აკავშირებდათ,თუმცა მათი მაკავშირებელი ძაფი ძალზედ წვრილი და შეუმჩნეველი გამხდარიყო.

10:11

"რა მოხდება მომავალში?"

ეკითხებოდა საკუთარ თავს საწოლზე წამოწოლილი სოფო და ჭერს თვალების დაუხამხამებლად მიშტერებოდა.

როდესაც სევდიანი თვალები აეწვა, სწრაფად დახუჭა ისინი,და სწორედ ახლა,შეამჩნია,რომ ძილი მორეოდა.

თვალებდახუჭულს ბევრმა მოგონებამ შეახსენა თავი,რომლებმაც სწრაფად,ელვის სისწრაფით გაიელვეს გონებაში,კვალის დაუტოვებლად.

მოულოდნელად მის გონებაში მხოლო ერთადერთი რამ დარჩა,რამაც აღელვება გამოიწვია.

არ იცოდა ის რას აკეთებდა აქ,თუმცა ცხადი არაა?მის მიმართ გრძნობები დიდი ხნის უკან გაუჩნდა.

გუკმა ბევრ რამეზე იმოქმედა, განსაკუთრებით წარსულზე.ალბათ მომავალზეც მოახდენს გავლენას,როგორც ახლა სოფოს გონებაზე.

თვალების გახელვა არ უნდოდა.უნდოდა უფრო დიდი ხნით ყოფილიყო მისი გამოსახულება მასთან,თითქოსდა სინამდვილეშიც მასთან იყო.

იცოდა არ უნდა ეფიქრა მასზე.ეს შეცდომა იყო.თუმცა,იყო იქ ვინმე ვინც ხელს შეუშლიდა?!

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now