23

88 10 0
                                    

2:30

-დაიჭირე! -დაიყვირა მოთამაშემ და კალათბურთის ბურთი გუკს ესროლა.

გუკმა სწრაფად მოიგერია ბურთი და კალათისკენ გაიქცა.რამდენიმე მოწინააღმდეგის კლანჭებისაგან თავის ჭკვიანურად დაღწევის შემდეგ,ბურთი წარმატებით,სწრაფად ჩააგდო კალათში და გახარებული გუნდის ჟრიამულში მოექცა.

გულშემატკივრების აპლოდისმენტებით გაივსო დარბაზი.სოფოს თვალები ისე ბრწყინავდა,როგორც არასდროს.

იგი მალევე წამოხტა და მხურვალე ტაში შემოჰკრა.

გუკმა თვალი სოფოსკენ გააპარა და გაუღუმა,შემდეგ თვალი ჩაუკრა და ყურადღება კვლავ თამაშზე გადაიტანა.

მართალია ისე ჩანდა,რომ გუკის მთელი კონცენტრაცია თამაშზე იყო,თუმცა არა.
იგი სოფოზე ფიქრობდა,როგორც ყოველთვის.

სანამ დარბაზში დაძაბულობასთან ერთად იმედით სავსე და წარმატების მოლოდინით მსხდომი გულშემატკივრები თამაშს თვალს არ აშორებდნენ,სოფომ უცნობის მზერა შენიშნა,რის გამოც ყურადღება მზერაზე გადაიტანა.

-ოჰ! -შეიცხადა გახარებულმა სოფომ, როდესაც მომღიმარი სანი დაინახა, რომელიც მას ხელს უქნევდა.

სოფომ სანის ხელით ანიშნა,რომ მასთან მისულიყო.როდესაც სანი სოფოს გვერდით კომფორტულად მოკალათდა მას გადაეხვია და თბილად გაუღიმა.

-არ მეგონა აქ თუ გნახავდი.-თბილი ღიმილით უთხრა სოფომ და წამით მოთამაშეებს გადაავლო თვალი, განსაკუთრებით კი გუკს.

-არც მე.ალბათ ბედისწერაა. -ჩაიცინა სანიმ და სოფოს ნაზად დაარტყა მკლავზე ხელი.

თამაშის ყურება ერთად განაგრძეს,თუმცა, როდესაც ყველაფერი დასასრულს მიუახლოვდა და ბოლო წამები დარჩა,ყველა დაიძაბა,რადგან გუნდების ანგარიში ფრე იყო.

გადამწყვეტი დრო დადგა.თითოეული მხარე დარწმუნებული იყო იმაში,რომ სწორედ თავიანთი ფავორიტი გუნდი მოიგებდა,თუმცა,რა თქმა უნდა,მომავალი დანამდვილებით არავინ იცოდა,როგორც წესი და რიგია.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now