26

85 10 0
                                    

4:32

ნაცრისფრად შეღებილი,მოღრუბლული ცა,
არემარეს,სერიოზულ,ზოგიერთისთვის მშვიდ,ზოგისთვის კი მოსაწყენ აურას მატებდა.

სანამ შავი მანქანები ნელა მიიწევდნენ დანიშნულების ადგილამდე,მანამდე სოფო და გუკი კვლავ ბედნიერად აგრძელებდნენ ცხოვრებას.

მათთვის ერთმანეთის დანახვაც კი საკმარისი იყო,რათა ერთიმეორის გრძნობები და არემარე გაეხალისებინათ.
საკმარისი იყო ის ღიმილი,რომელიც ისე
მოქმედება,როგორც სხვა არაფერი.

დააბიჯა,თუ არა,გატეხილი გულივით გაყინულ ბეტონზე ფეხი ბოსმა,მაშინვე სიამოვნებით ჩაისუნთქა და ამოისუნთქა.
ნელა,აუჩქარებლად ჩაუყვა გრძელ ქუჩას
და ერთ-ერთი შენობის წინ გაჩერდა.

რამდენიმე წამის შემდეგ ერთ ადგილს მიაშტერდა და ჩაიღიმა,რათა სხვებისთვის ეჩვენებინა,რომ თავი უკვე გამარჯვებულად იგრძნო.

თვითონაც იცოდა,რომ ნაადრევად გამოიტანა დასკვნები,თუმცა ახლა დეტალები ნამდვილად არ აღელვებდა, რადგან მისთვის მხოლოდ და მხოლოდ, დასახული მიზნის,განხორციელების შემდეგ მიღებული შედეგი წარმოადგენდა მთავარ  პრიორიტეტს.

სანამ დრო,ჩვეულად,შეუჩერებლად მიიწევდა წინ,შენობის წინ მდგომი, დაბალი და მძვალსხვილი მამაკაცის ჩრდილი ისეთივე მრისხანედ მოედო ბეტონს,როგორიც შინაგანად იყო.

-ბოს,დროა წავიდეთ. -წყნარად მიუგო ერთერთმა მცველმა და თან სიტყვის დასრულების შემდეგ კვლავ უკან დაიხია და თავის ადგილს დაუბრუნდა. 

-კარგი,კარგი.წავიდეთ,თუმცა მალე დავრუნდებით!  -თქვა თავდაჯერებული გამომეტყველებით და კვლავ ჩაღიმებულ
ჩაჯდა მანქანაში.

5:00

-ნამჯუნ ყველაფერი რიგზეა? -იკითხა ქალბატონმა და ქმარს ანერვიულებულმა გახედა.

-კი,ყველაფერი რიგზეა,თუმცა დიდი დრო არ დაგვრჩა. -უპასუხა ასევე ასევე ანერვიულებულმა ნამჯუნმა და თან სავარძეში მოთავსებისას,თითებით შუბლი დაისრისა,ხოლო მელრე ხელით კი ყინულიანი ვისკით შევსებილი ჭიქა დაიკავა და მოწყურებული შეექცა.

ამასობაში კაბინეტის კარების გაღების ხმა გაისმა,რამაც ორივეს ყურადღება მიიპყრო.

-მოგესალმებით. -თავის დაკვრით მიესალმა მათ იუნგი.

-რას აპირებ? -კითხა მას ნამჯუნმა და თან ვისკის ბოლო წვეთი მოსვა.

-როგორ თუ რას?!რა თქმა უნდა ყველაფერს,რაც მათ,გუკს და სოფოს,დაეხმარებათ. -ემოციური პასუხის გაცემის შემდეგ,იუნგიმ ნერწყვი გადაყლაპა და აჩქარებული გულის, დარეგულირებას შეუდგა.

-ამ პასუხს მოველოდი,მაგრამ..

-არავითარი მაგრამ,უარს არ მივიღებ. ნებისმკერ შემთხვევაში წამოვალ -პასუხი გააწყვეტინა მან და წამიY ნაჯუნის რეაქციის სანახავად,მასთან თვალის კონტაქტი დაამყარა.

-კარგი როგორც გინდა.

ნამჯუნის ასეთმა პასუხმა იუნგი აიძულა თან კმაყოფილი და ამავე დროს განცვიფრებული დაეტოვებინა კაბინეტი რათა იქ დაბრუნებულიყო საიდანაც მოვიდა.

სანამ თავის კაბინეტში იჯდა და ტვინი ათასნაირი წარმოდგენებით ჰქონდა გამოტენილი,დარდი არ ასვენებდა.

დარდი იმისა,რომ მოწინააღმდეგე გაიმარჯვებდა და გუკს რაიმე დაემართებოდა.

რამდენიც არ უნდა ეცადა,ნეგატიური ფიქრების მოშორება,მით უფრო ინტენსიური ხდებოდნენ ისინი.

თუმცა იმედი იყო ის რაც თავდაჯერებულობის შენარჩუნებაში ხელს უწყობდა.იმედი,რომელიც მნიშვნელოვანი ნათელი ნაპერწკალია ჩვენს გულებში, რომელიც გვეხმარება ის დავძლიოთ რისიც გვეშინია,რომელიც გვეხმარება რთულ დროებს გავუძლოთ.

იჯდა და ფიქრობდა მომავალზე,თუმცა ვერც კი წარმოედგინა,რა მოხდებოდა სინამდვილეში...

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now