20

106 11 0
                                    

6:10

დილის ექვსი საათი.მშვენიერი დრო რაღა მზის ამოსვლას უყურო და მშვენიერი სანახაობით დატკბე,გათბე.

სოფო მაღალი შენობის სახურავზე იჯდა და ჰორიზონტზე ამომავალ,კაშკაშა მზეს შესცქეროდა.სანამ მიხვდებოდა,რომ მარტო არ იყო ბევრ რამეზე ფიქრობდა.

წარსულზე,აწმყოზე და მომავალზე.ხან კი ფიქრებიც იკარგებოდნენ,და რჩებოდა მხოლოდ გამოსახულება.

სოფო მზის კაშკაშა,მბრწყინავ სხივებს შესცქეროდა ხოლო გუკი სოფოს და თან ორივე ერთმანეთზე ფიქრობდა.

გუკი სოფოს მიუახლოვდა და მხარზე   ნელა დაადო ხელი,რათა არ დაეფრთხო  იგი.  

-ნუთუ მზის სანახავად ამ დროს გაიღვიძე?

იკითხა გუკმა და ნიკაპით სოფოს მხარს დაეყრდნო.

-არ ვაპირებდი ადგომას მაგრამ ვეღარ, დავიძინე და გადავწყვიტე აქ ამოვსულიყავი.დიდი ხანია არ მინახავს ასეთი პეიზაჟი.

-არც მე.

ერთმანეთს მზესავით თბილად გაუღიმეს და იმის გამო რომ სოფოს ლოყები გაუწითლდა გუკმა მასხარაობა დაიწყო.

-გაჩერდი!

ყვიროდა სოფო როდესაც გუკმა ღიჭინი განაგრძოდა თან გულიანად ხარხარებდა.

-გეყოს!

ძლივს ამოისუნთქა სოფომ და გუკს გაეკიდა.

-მე შენ გაჩვენებ სეირს!

პომიდორივით გაწითლებული სოფო მიზდევდა გუკს და თან ხარხარებდა.

-ხომ იცი რომ ვერ დამეწევი?

უპასუხა გუკმა და მანაც სიჩქარეს მოუმატა.

-არ გამაბრაზო,თორემ გაგასწრებ კიდეც!

დაუყვირა სოფომ და ისიც სწრაფად გაიქცა.

-მაგასაც ვნახავთ.

გუკი ცოტახნით გაჩერდა,სოფოსკენ შემობრუნდა და სასაცილო,თან უცნაური სახის გამომეტყველების მიღება დაიწყო, რაზეც სოფოს გაეცინა და ისიც გაჩერდა.

-კარგი...კარგი.

ამოიქოშინა სოფომ და ხელების ქნევა დაიწყო,იმის ნიშნად,რომ დანებდა.

-თეთრი დროშა,რომ გვქონდეს კარგი იქნებოდა.მეტი ელფერისათვის.

ცინიკურად უთხრა გუკმა,რის გამოც სოფომ მოჭუტული თვალებით გახედა.

-ვარჯიშიც დასრულდა.

თქვა გუკმა და ხელების გაჭიმვა დაიწყო, რაზეც სოფოს ჩაეცინა და მკლავი გაკრა.

-წამოდი,სადილს მოვამზადებ.

-კარგი.

გუკი გაღიმებული,კმაყოფილი გამომეტყველებით მიყვებოდა სოფოს უკან და თან ღიღინებდა.

7:03

საღამოს ნიავი ნაზად მოეფინა სოფოს კანს,რაც ძალზედ სასიამოვნო იყო და სოფოს ხასიათსაც ამაღლებდა.

სანამ სოფო მაღაზიიდან,რამდენიმე დატვირთული ჩანთებით ხელში გამოდიოდა,მანამდე ხალხი აქეთ-იქით ისე არეულად დადიოდნენ,რომ საკუთარ თავსაც დაკარგავდი.

როდესაც ხალხს გამოშორდა და შედარებით წყნარ ადგილას გამოვიდა ნაბიჯების ხმა შემოესმა.

თავიდან ყურადღება არ მიაქცია,თუმცა მერე პანიკამ შეიპყრო და უკან შებრუნდა.

რაც დაინახა ძალზედ გასაკვირი იყო,მოულოდნელი,თუმცა ამავე დროს ბედნიერებაც.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now