29

71 11 0
                                    

2:33

-გააღეთ! -კარზე ძლიერი მუშტების კაკუნით,ყვიროდა გუკი.თანდათან კაკუნის სიხშირეს უმატებდა,სანამ საბოლოოდ დიდი კარი არ გაიღო.

გიგანტურ შესასვლელთან მდგომი უსუსური მოსამსახურე,განცვიფრებული შეჰყურებდა გუკს,რომელიც სადაც იყო აფეთქთებოდა, თუმცა დაინახა თუ არა ნაცნობი სახე,მაშინვე დაწყნარდა.

-ქალბატონო სონგ! -შეიცხადა მან და მის მკლავებში ჩავარდა თუ არა,მაშინვე წარსული გაახსენდა.

წარსული,როდესაც ჯერ კიდევ პატარა და გამოუცდელი იყო,არც სიყვარული ჰქონდა ნაპოვნი და არც გზა,რომელსაც ცხოვრების ბოლომდე უნდა გაჰყოლოდა, თუმცა ჰყავდა სონგი,ნამჯუნის მოსამსახურე,რომელიც მუდამ თბილად ექცეოდა,თითქოსდა დედობას უწევდა.

ცზოვრებისეული რჩევებით დაწყებული, საინტერესო გამოცდილებებით დაგროვილი ოსტორიებით დამთავრებული.რა აღარ გაანდო მან რათა პატარა ბიჭს ამ უბადრუკ ცხოვრებაზე აზრი გასჩენოდა.

-ამდენი ხანი სად იყავი,რას აკეთებდი?

იკითხა თვალებგაბრწყინებულმა სონგიმ,და გუკის სახე მის მტევნებში მოაქცია.

-მე...
-აქ რა ხდება?! -გაისმა ნამჯუნის მკაცრი ხმა,რომელიც მათ უფრო და უფრო უახლოვდებოდა,სანამ მისი გაკვირვებული სახე არ გამოჩნდა,რომელიც ისევ მკაცრი გამომეტყველებით ჩანაცვლდა.

-გუკ...ვიცი აქ რატომაც ხარ.ისიც ვიცი,რომ ალბათ ძალიან ბრაზობ,მაგრა..

-მაგრამ რა? -შეაწყვეტინა გუკმა.

-რა?...არ მითხრა,რომ არაფრის გაკეთება შეგიძლია!ყველაზე ძლიერი აქ შენ ხარ,ნუთუ ვიღაც მაფიოზმა,თავისი ლეკვებით,უნხა გაჯობოს?!მე ასეთი არ მახსოვხარ.ისიც ვიცი,რომ ეს შენი მოვალეობა არ არის,რომ ამას არ უნდა გთხოვდე,თუმცა ვიცი,რომ არც შენ არ მოისვენებ.ამიტომ...ერთად ვიმოქმედოთ.

-გუკ... -ოთახში იუნგი შემოვიდა. განცვიფრებული და გახარებული,რომელიც მაშინვე დამალა.რათა თავისი სერიოზული იმიჯი შეენახა.

მათ ერთმანეთს თავი დაუხარეს და კაბინეტისაკენ,დეტალების განსახილველად  დაიძრნენ.

გუკს,იუნგის დანახვა ძალზედ გაუხარდა. რა თქმა უნდა,მას ხომ სპეციალური ადგილი უჭირავს მის გულში,რომლის შესახებაც თვითონაც არ იცის.

3:00

-შეწყვიტე! -დაიღრიალა სოფომ,და  გამოფიტულმა თავი წინ მძიმედ,უსულოდ გადმოაგდო.

როდესაც გაანალიზა,რომ სიზმრიდან თავი დააღწია,თუმცა ურეს კოშმარშინ აღმოჩნდა,და თან ისიც გაანალიზა,რომ თვალები აკრული აღარ ჰქონდა,წარბები შეკრა და გაღიზიანებულმა მის წინ მდგომ უცნობს ახედა.

-როგორ მოგწოს ხედი,კარგად გამოვიყურები,არა? - იკითხა მან და სოფოს თვალი თვალში გაუყარა.

-ნაბიჭვარი -ჩუმად ჩაულაპარაკა სოფომ

-რა თქვი?გაიმეორე,კარგად ვერ გავიგე.

-ნაბიჭვარი მეთქი,ახლა კმაყოფილი ხარ?

შავებში გამოწყობილ ბიჭს ბრაზი შემოერია,სოფოსთან მივიდა და ლოყებზე თითები მჭიდროდ მოუჭირა.

-წესიერად მესაუბრე,თორემ ინან...

-კარგი,კარგი..აბა აქ ვინ გვყავს? -სიტყვა გააწყვეტინა ბოსმა,რომელიც ახლახან შემოსულიყო და სოფოს თვალიერებით გართობილიყო.

მისი მზერა ძალიან გამაღიზიანებელი იყო. ბინძური და ამაზრზენი,იმაზე მეტად ბინძური,ვიდნე ტალაღში ამოთხვრილი ღორი.

-იცი,რომ შენმა ძვირფასმა გუკმა,თავის დროზე,ჩემი მარგლიტი წაიღო,და მეც იგივეს გავაკეთებ,თუ უკან არ დამივრუნებს?

-მაგრამ,შენ შენი როლი უკვე შეასრულე,ნუთუ აღარ მორჩი?

სოფომ მას თავდაჯერებულად გაუსწორა თვალი და პასუხს დაელოდა.უნდოდა გაერკვია,სადამდე შეეძლო მას შეტოპვა.

-მართალი ხარ,მაგრამ...მე მხოლოდ მოტაცება არ მიგულისხმია. -უპასუხა მამაკაცმა ავისმომასწავლებელი ღიმილით და აქეთ-იქით მიმოიხედა.შემდეგ სოფოს კიდევ ერთხელ,გვერდულად გახედა, ჩაეღიმა და შენობა დატოვა.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now