8

297 26 1
                                    

როგორც შემოდგომის ფოთლები მოსწყდებიან ხოლმე ხის ტოტებს,ისე მოსწყდა სოფოს თვალებს ცრემლები,რომლებმაც  ცივი ღაწვები დაასველეს.
სოფომ ცრემლები თითით ნელა მოიწმინდა, თუმცა წამიც არ გასულა,რომ იგივე ადგილი კვლავ ცრემლებით დასველდა.

სიმართლე,რომ ვთქვა,სოფოს მოთქმის მიზეზი,სწორედ ის ახლაგაზრდა გახლდათ, რამდენიმე დღის უკან,რომ შეხვდა.

რატომ ტიროდა მის გამო,რატომ ამკობდა ცრემლებით და მწუხარებით ცხოვრების ძვირფას მომენტს, რომელიც მხიარულებაში და განტვირთვაში უნდა გაეტარებინა?

ეს თვითონაც არ იცოდა...

ალბათ ეშინოდა იმის,რომ იმ ადამიანის მიმართ,ვისაც წრფელი სიყვარული შეჰფიცა,გრძნობები გაუნელდებოდა და დაკარგავდა მას,სამუდამოდ.

სოფოს გული მოგონებებით და თან  მომავალზე ფიქრით იყო სავსე. გონებაში სხვა არაფერი ჰქონდა გარდა დარდისა, ეჭვიანობისა.

სანამ ფიქრით გულს მოითქვამდა, ყავის მხურვალებისაგან გამთბარ ფინჯანს თითები შემოხვია.ახლა ეს ერთ-ერთი რამ იყო რაც მას ათბობდა.კიდევ ერთი რამ რაც მას ათბობდა და თან დარდს უფრო ზრდიდა მოგონება იყო.

                 ***
მზის სხივები სკოლის სარკმელში მძიარულად და უდარდელად აღწევდნენ,რაც ერთი შეხედვით სასიამოვნოდ გამოიყურებოდა,თუმცა მოსწავლეებს ხელს უშლიდა.

ზარის დარეკვის შემდეგ,სკოლის ჭიშკართან აურზაური შეიქმნა. ყველა საუბრობდა.ბიჭები უმეტესწილად გოგონებზე,ხოლო გოგონები ბიჭებზე.

სოფო კედელს მიყრდნობილიყო და ჩაფიქრებულიყო.ასე იქამდე იდგა სანამ მხარზე შეხება არ იგრძნო, რამაც მალევე გამოაფხიზლა.

როდესაც გონზე მოვიდა წინ იუნა შენიშნა,რომელიც მომღიმარი სახით იდგა.იუნა სოფოსკენ გადაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა,რამაც სოფოს გაწითლება და გაოგნება გამოიწვია.
სოფოს თვალები გაუფართოვდა,იუნას კი ამ სანახაობაზე ჩაეცინა.

-იუნა...დარწმუნებული ხარ,რომ ნახატზე მე ვიყავი და სხვა არავინ?იქნებ გეშლება.
-არა!ეს შენ იყავი!ჩემი თვალებით ვნახე.

იუნამ სოფოს კიდევ ერთხელ გაუღიმა და მხრებზე ხელები დაადო.შემდეგ კი ყურში კვლავ ჩასჩურჩულა,რომ ყურადღება მიეპყრო ყმაწვილისთვის, რომელმაც ასეთი აღტაცება გამოიწვია.სოფომ მეგობარს დაუჯერა და ბიჭს დააკვირდა.

სოფო მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,რომ  შეიძლება ის კვლავ მას ხატავდა.

ბიჭის ხელები სხვებთან შედარებით ნაზი ჩანდა.თანაც მოქნილი.ფანქარს საშუალო ტემბრით იყენებდა,ალბათ ცდილობდა დეტალები გამოეკვეთა. სახეც ძალზედ მშვიდი ჰქონდა.ხანდახან თუ შეკრავდა ხოლმე წარბებს,თუმცა მაშინვე უშვებდა და კვლავ მშვიდ გამომეტყველებას იბრუნებდა. 

სანამ სოფო მის თვალიერებაში იყო გართული,მოულოდნელად მისი და უცნობის მზერა ერთმანეთს შეეჩეხა.

სოფო იმაზე მეტად გაწითლდა ვიდრე აქამდე იყო.სწრაფად შემობრუნდა და ისეთი სახე მიიღო თითქოს არაფერი მომხდარა,თუმცა მის სიწითლეზე იუნამ გადაიხარხარა,შემდეგ კი სოფოს ხელი ჩაავლო და მასთან ერთად წაიყვანა.

              ***

ნახატზე,რომელიც გუკის ოთახს ამშვენებს,სწორედ,რომ მისი აწითლებული ღაწვებია ასახული.

ეს ღაწვები მას ბევრ რამეს ახსენებდა.მონატრების და ახალის აღმოჩენის სურვილი მით უფრო უმწვავდებოდა.

ცივ,ბნელ ოთახში იჯდა გუკი და წარსულს იხსენებდა და არ ასვენებდა ფიქრები მომავალზე.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora