16

144 13 0
                                    

5:00

კვლავ იგივე გარემო,კვლავ იგივე სურნელი.თითქოსდა,ყველაფერი მეორდებოდა...დაუსრულებლად.
თუმცა არა!დღეს სულ სხვა რამ მოხდებოდა.

კაბინეტში სადაც სოფო ქაის ელოდა, კვლავ იგივენაირად ანათებდნენ მზის მოკაშკაშე სხივები,რომლებიც ლაჟვარდოვანი ციდან,ფანჯრის გავლით, პირდაპირ კედლებს აცხუნებდნენ.

მალევე კაბინეტის კარები სწრაფად გაიღო.გეგონებოდათ გამღები განრისხებული იყო,თუმცა ქაის სრულიად მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა,რაც  გაკვირვებამ ჩაანაცვლა სოფოს დანახვისას.

ქაიმ სოფოს გაუღიმა და თბილად ჩაეხუტა,თუმცა სოფო როგორც ხე ისე გაშეშდა და ელოდებოდა როდის შეწყდებოდა ეს სიყალბე.

-ამ დროს აქ რატომ მოხვედი, მოგენატრე? -ღიმილით იკითხა ქაიმ და  დოკუმენტები მაგიდაზე მოათავსა.

-კი ძალიან მომენატრა შენი ყალბი ღიმილი -ჩაიბუტბუტა სოფომ თავისთვის ისე,რომ მხოლოდ მას გაეგო.

-რაიმე მითხარი? -ქაიმ სოფოს ცნობისმოყვარე სახით ახედა.

-უბრალოდ მინდოდა მეთქვა,რომ...

სოფომ სიტყვის გაგრძელების უნარი წამით დაკარგა,რადგან ამ სიტყვებს იმხელა ძალა ჰქონდათ,რომ ყველაფრის შეცვლა შეეძლოთ.ვერ გადაეწყვიტა,ის ეთქვა რაც გულში ჰქონდა და განთავისუფლებულიყო, და ამავე დროს საყვარელი ადამიანი დაეკარგა,თუ არც არაფერი ეთქვა და კვლავ ეჭვში ეცხოვრა.

მართალია იცოდა,რომ ახლო მომავალში გულს აუცილებლად ატკენდა,რადგან ეს ის ქაი არ იყო,რომელმაც მოხიბლა და თავი შეაყვარა.თუმცა მაინც ყოყმანობდა.

იმისდა მიუხედავად,რომ სოფოს გულში, გონებაში და სულშიც კი ქაოსი იყო და თავს ისე გრძნობდა,რომ თითქოსდა დიდი ხანია ასე ხმის ამოუღებლად იდგა, სინამდვილეში,დიდი დრო სულაც არ გასულა.

ქაი გაკვირვებული და დაინტერესებული გამომეტყველებით მიაშტერდა სოფოს და წინადადების გაგრძელებას მოუთმენლად ელოდა,რადგან სოფოსთვის დიდი დრო არც ჰქონდა.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now