5

364 30 0
                                    

გუკი შეშფოთებული იდგა და სიძველის გამო გაყვითლებულ ნახატებს შესცქეროდა.გული სწრაფად უცემდა,თითქოსდა წვიმის წვეთების რითმს აყვაო.

თითები ერთ-ერთ ნახატზე ნელა და ფაქიზად გადაატარა.მტვერით განაცრისფებულ თითებს დახედა და თვალები ცრემლით ამოევსო.

ახსენდებოდა თითოეული წუთი, როდესაც მარტო იჯდა და მას ხატავდა.მას,ვისაც სიყვარული მალულად,მრავალჯერ შეჰფიცა.

ნელ-ნელა კისერში წვა იგრძნო. ძალიან მწარე.ისეთი,როგორიც მისი მოგონებები.

ვეღარ გაუძლო,ძირს დავარდა და აქვითინდა,ისე თითქოსდა ბავშვს საყვარელი სათამაშო გამოსტაცეს ხელებიდან.

სამშაბათი-5 საათი და 45 წუთი.

-აჰ! - ამოიხვნეშა სახლში ახლახანს დაბრუნებულმა სოფომ და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები აქეთ-იქით მიმოფანტა.

-მორჩა!გადაწყდა! - სწრაფად წამოვარდა და მობილურს სტაცა ხელი.

ცოტახანში მონატრებული ხმა შემოესმა,რომელმაც ბრაზი გაუქარწყლა.

-რაღაც უნდა გითხრა ქაი...არა,არ ვიცი თუ ეს სერიოზულად მინდა,თუ უბრალოდ გადაღლილობის ბრალია,
უბრალოდ...მინდა,რომ წავიდე.

ცოტახნით სიჩუმე ჩამოწვა.შემდდგ კვლავ გაისმა მისი ხმა.

-არ ინერვიულო.მეც შევამჩნიე,რომ დასვენება გჭირდება.გთხოვ თავს გაუფრთხილდი. 

ამ პასუხმა სოფო უფრო გაამხიარულა. ქაის გამოემშვიდობა,კოცნით დაკიდა ყურმილი და თვალევგაბრწყინებულმა მომავალი წარმოიდგინა.

ოთხშაბათი-11 საათი და 5 წუთი.

-მოკლედ...გადავწყვიტე ცოტახნით კორეა დავტოვო და...

-რაა?! ხომ მაგრამ...აიშ! - ჩაეჩრა ქაი და თან ისე შეიცხადა,რომ თვითონაც გაუკვირდა.

-გუშინ შენც არ გიხაროდა,რომ დასვენება გადავწყვიტე?! ახლა რა გჭირს?! -მუქარანარევი ტონით იკითხა სოფომ და ქაის თვალებში ჩააშტერდა.

-მაპატიე...უბრალოდ თუ კორეიდან წასვლას მოინდომებდი არ ვიცოდი.

ცოტახნით სიჩუმე ჩამოწვა.ორივეს უნდოდა რაიმე ეთქვათ,თუმცა ვერაფერს იფირებდნენ.

-მაპატიე,რომ ასეთი რეაქცია მქონდა.
ხომ იცი მომენატრები. -ქაიმ სოფოს ჯერ სევდიანად ახედა და მერე საყვარლად გაუღიმა რათა სიტუაცია გამოესწორებინა.

-მე მომენატრები! -სოფო წამოხტა და ქაის ჩაეხუტა.

-სად მიდიხარ?

-ამმ... ლონდონში!

-ლონდონში? აჰჰ!მომენატრა იქაურობა,ერთ დღესაც ერთად წავიდეთ კარგი?!

-კარგი! -სოფომ გაიღიმა და თავის ადგილას დაბრუნდა.

პარასკევი-2 საათი და 40 წუთი.

ქაი და სოფო აეროპორტის წინ იდგნენ და ერთმანეთს ისე უყურებდნენ,თითქოსდა სოფო სამუდამოდ ტოვებდა იქაურობას.

ქაიმ სოფოს ხელი ჩასჭიდა და გაუღიმა,თან წარბი აუწია და უთხრა...

-წინასწარ გაფრთხილებ,რომ ხშირად დაგირეკავ,ამიტომ შემდეგ პრეტენზიებს არ მივიღებ.

-კარგი კარგი;როგორც გინდა...ქაი..

-ჰმმ!

-ვიცი,რომ დიდი ხნით არ მივდივარ მაგრამ,გთხოვ...წამითაც არ დამივიწყო.

-ისე საუბრობ თითქოსდა თავს იკლავდე,სულ გააფრინე?! -ქაიმ სოფოს ხელი ჩაავლო და მჭიდროდ მიიხუტა,რომ სოფო მისი გულის ცემის ხმა გაეგო.

-გესმის?

-კი.

-სანამ ეს გული ფეთქავს,არასოდეს დამავიწყდები...გაიგე?!

-გავიგე!

-ახლა კი წადი...მიდი,მიდი!

ქაიმ სოფოს ოდნავ უჯიკა ხელი და თან თვალები აუცრემლიანდა. სოფომ კი ბარგს ხელი ჩაავლო და შენობაში შესვლამდე ქაის თვალი ჩაუკრა.

-არ იტირო თორემ ჩვენს მომავალ შვილებს ვეტყვი,რომ მტირალა მამა ჰყავთ.

ქაიმ თვალები მოჭუტა და სოფოს  ისე გახედა.სოფოს ჩაეცინა,ქაის ხელი დაუქნია და წავიდა.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now