21

93 10 0
                                    

6:22

-ნუთუ ეს შენ ხარ?

წარმოთქვა გაკვირვებულმა სოფომ და მეგობრისაკენ,ჩასახუტებლად წაიწია.

წამით თვალები ცრემლით აევსო,თუმცა
თავი შეიკავა და გაიღიმა.

-ღმერთო ჩემო,სან.ძალიან მომენატრე.

-მეგონა სულ დაგავიწყდი.

გაიხუმრა სანიმ და სოფო კიდევ ერთხელ ჩაეხუტა.

-როგორც ვხედავ საყიდლებზე წამოსულხარ,არ გინდა სადმე დავსხდეთ?

სოფომ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და გაიღიმა.თან სანის ადგილი შესთავაზა სადაც ნამდვილად კარგი გარემო იყო.იდეალური სასაუბროდ.

8:00

დრო სწრაფად გავიდა.დღეს განსაკუთრებით.

მეგობრები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და თავიანთ გზებს დაადგნენ.იმის მომლოდინე,რომ სახლში საყვარელ ადამიანებს დაუბრუნდებოდნენ,ხოლო შემდეგ ერთმანეთს კვლავ ნახავდნენ.

სოფომ სახლის კარი ისე აღფრთოვანებულმა,გახარებულმა და ჰიპერაქტიულმა შეაღო,რომ გუკი შეაშინა.

-რამ შეგაშინა გუკ?

ჩაიცინა და გუკს მოეხვია.

-შენ.რა გჭირს,ასეთი გახარებული რატომ ხარ?

სოფომ ჩანთები მაგიდაზე რიგრიგობით დააწყო და გუკს გაღიმებული შემოუბრუნდა.

-დღეს სანის შევხვდი.

უპასუხა და თან გუკის რეაქციას დაელოდა.ფიქრობდა მასაც გაუხარდებოდა.

-სანის?

ამ პასუხზე სოფოს სახე მოეღუშა და უპასუხა.

-ხო სანი.ნუთუ სკოლელი არ გახსოვს?

გუკი ცოტახნით დაფიქრდა და გაახსენდა.
გაახსენდა გოგონა რომელიც სოფოს გვერდით იდგა და მისკენ მიუთითებდა.
სწორედ მისი დამსახურებაა,რომ მაშინ სოფომ გუკს შეხედა.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon