40

78 11 2
                                    

11:00

მოწყენილი შეჰყურებდა ჩაფიქრებულ სოფოს,ქუჩის მეორე მხარეს მდგომი გუკი.
ღია ფანჯარასთან იჯდა იგი.წიგნს ისე შესცქეროდა,გეგონებოდა მასზე თავიდან ბოლომდე იყო კონცენტრირებული,თუმცა სულაც არა, სინამდვილეში ის ფიქრთა ნამღერს გაჰყოლოდა უდაბურ ტყეში.
გუკი კი უთვალთვალებდა ამ მშვენიერ ხედს,ვითომც არაფერი იყო ამ საქციელში შემაძრწუნებელი.

რაღაც აწუხებდა მას გულის სიღრმეში,თითქოსდა რაღაც ნაცნობს უყირებდა.თითქოსდა,ნოსტალგიაც კი დაატყდებოდა თავს,თუმცა თვითონაც ვერ ხვდებოდა,თუ როგორ შეიძლებოდა ეს ეგრძნო,მისი წაშლილი მოგონებების ფონზე.

"ალბათ ეს ყველა გრძრობა უბრალოდ მოლანდებაა...შეიძლება გონებასაც კი კარგავ.სჯობს წახვიდე გუკ." -გაიფიქრა მან.

სანამ გაბრუნდებოდა,ახლა უკვე ნაცნობი ხმა ჩაესმა.ხმა,რომელსაც არ მოელოდა.

-გუკ...აწ რას აკეთებ?

ეჭვიანი თვალებით უყურებდა მას თაე.
გუკმა არ იცოდა რა ეთვა.ის,რომ სოფოს უთვალთვალებდა,თუ ტყუილი მოეფიქრებინა.

-მე...

-არ გინდა! -გააწყვეტინა დაბალი ტონით თაემ.ხელი ჩასჭიდა და ქუჩა გადააკვეთინა.

-სად მივდივართ? -იკითხა აღელვებულმა.
იცოდა,რომ არაფერი ცუდი არ გაუკეთებია,არც თაეს უთქვამს რაიმე მკაცრად,მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოსდა რაღაც გათვითცნობიერებულად დააშავა.

ქუჩის კუთხეში მყუდრო კაფე იყო.ნელი მუსიკით და სასიამოვნო ხალხით აღსავსე.
სწორედ მან შევიდნენ ისინი.ადგილიც გამონახეს და დასხდნენ.

სანამ თაეს მომლოდინე გუკი გაჩუმებული იჯდა,ისინი თვალის კონტაქტს არ წყვეტდნენ.

-თქვი რაიმე.

კვლავ ვერ მიიღო მან პასუხი.თუნდაც ერთი სიტყვა.როდესაც ყელში ამოუვიდა ამოიხვნეშა და საზურგეს უხეშად მიარტყა ზურგი.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now