30

78 10 3
                                    

საათის ისრები,კვლავ,დროის შეუჩერებელ ნაკადს მიჰყვებიან.

მიჰყვებიან და არ იციან,როგორ გაჩერდნენ.თუმცა,განა მათთვის,ეს  საწყენია?!.არა,რადგან გაჩერება,მათ გეგმაში არასოდეს შედიოდა.

არასოდეს არ ჩერდება დრო,არც არასოდეს არ უნდა გაჩერდნენ ჩვენი გრძნობები,ჩვენი ფიქრები.

1:22

ჩურჩული..მხოლოდ ჩურჩული...

სანამ თვალს გაახელდა,იგი ჩურჩულმა  დააფრთხო,როგორც დრაკონიერმა,უსუსური არსება.

გონებაში,გულში...სიცარიელე გამეფებულიყო.

აღარც მოგონებები იფანტებოდნენ, როგორც შემოდგომის ფოთლები.
აღარც ცრემლი ტოვებდა ღაწვებზე,სევდის კვლას.აღარც წითელი წმინდა სითხე მოედინებოდა,ფართოდ გახსნილი ჭრილობებიდან.

აღარაფერი დარჩენილიყო...

"სად ვარ?" -გაიფიქრა გუკმა და აქეთ-იქით,ძალის  დატანებით მიმოიხედა.

ბრჭყვიალა სინათლის ნამცეცები,მის თვალებში უმოწყალოდ ჩაცვივდნენ.
გუკმა რამდენჯერმე თვალები დახუჭა და გაახილა,სანამ დამაბრმავებელმა სინათლემ არ იკლო.

-ნუთუ ეს შესაძლებელია?! -ჩქარა გაიქცა, ფხიზელი გუკის დანახვისას,აღშფოთებული ექთანი და პალატაში მეტად გაოცებულ ექიმთან ერთად დაბრუნდა.

მაღალი,მტკიცე მიმიკების მქონე ექიმი,ჩონგი,მასთან მივიდა და გასინჯვა დაუწყო.

-უკაცვრავად... -ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა გუკმა და ექიმს მიაშტერდა.

-დიახ,თავს კარგად გრძნობთ,გუკ?

ჩონგი,დაინტერესებული უყურებდა გუკს და ცდილობდა,მისი გამოცდილებიდან მიღებული იფორმაციის დახმარებით მაინც გაერკვია,თუ როგორ შეძლო ასე მალე გამოფხიზლება,პაციენტს,რომელიც რამდენიმე კვირების მანძილზე,ძალზედ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

-გუ..გუკ?უკაცრავად..გუკი ვინ არის?

ჩონგს თვალები,გაუფართოვდა და იქვე,ინტრიგაში ჩაფლულ,მდგომ ექთანს
გახედა.

-თუ შეიძლება დაიცადეთ,ყველაფერს მალე აგიხსნით. -ღიმილით უთხრა ჩონგმა,გუკს ეს სიტყვები,შემდეგ კი ექთან ანიშნა,რომ მას გაჰყოლოდა.

-არავინ არ ახლავს,არც ერთი ნაცნობი?

იკითხა აფორიაქებულმა ექიმმა და ექთნის პასუხს, იმედიანად დაელოდა.

-არ ვიცი. -წამით დაფიქრდა და განაგრძო...

-თუმცა მახსოვს,რომ მიღებისას,მასთან ერთად,კიდევ რამდენიმე დაშავებული ავღნიშნეთ.თუმცა... -იმედით განათებულმა,დაბნეულმა ექთამა,უეცრად ნაცრისფერი ღრუბლების მსგავსად მოიწყინა.

-თუმცა,რა? -იკითხა ჩონგმა და მას სულმოუთქმელად მიაშტერდა.

-ყველა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.განსაკუთრებით გოგონა,რომელმაც ძლიერი დაზიანება მიიიღო. -განაგრძო ექთანმა.

-გუკზე ძლიერი? -ექიმს ხელები აუკანკალდა,რადგან არ იცოდა,როგორ აეხსნა გუკისთვის რამ,რადგან თვითონაც არაფერი იცოდა.

-დიახ...ყველაზე ძლიერად ახალგაზრდა ქალბატონი დაზარალდა ექიმო.

სინანულისაგან შეკრული წარბებით დაბრუნდნენ ისინი პალატაში.

გუკი დაბნეული,თუმცა ამავე დროს,წაშლილი გამომეტყველებით იჯდა და თითქოსდაახალდაბადებული ყოფილიყო...

არც სახელი იცოდა და არც დანარჩენი.

თუმცა სულ ცარიელსაც გავდა...

თითქოსდა უემოციოდ, უაზროდ, ფიქრების გარეშე,უმიზნოდ არსებობდა.

თუმცა ერთადერთი,რამ რაც ცხადია,ის არის,რომ ეს დღე,მისთვის,ახალი,
სუფთა ფურცელი...

ცარიელი,მოგონებებს მოკლებული, რომლებიც აქამდე გააჩნდა.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now