39

63 9 0
                                    

8:39

დილის ცივი ნიავი,კანის ფორებში აღწევდა.ცოტახნით ჩერდებოდა,შემდეგ კი კვლავ მიჰქროდა შორს.

გრძნობები,ფიქრები,კვლავ ერთმანეთში გახლართულიყვნენ.ისევ ისე,როგორც თავიდან.ისევ ისე,როგორც ადრე,მისი დანახვისას.

ყოველი ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა თითოეული გულის ძგერის ჰანგები, ნაბიჯების ხმა,თუ ფოთოლთა შრიალი, მეტად მკაფიოდ ისმოდა ახლა.ისე მკაფიოდ,რომ არაფერი რჩებოდა უკან,გაუგონრად.

საათის წიკწიკიც არ ასვენებდა მას,სანამ
ყურადღება თმაზე და საკუთარ ხმაზე არ გადაიტანა.

თმის ღერებს ჩაავლო თითი და თამაში
დაუწყო.ოთახში კი წყნარი ღიღინი გაისმა.მელოდია მხიარული ისმოდა, გულიც მეტად ხარობდა ამ დროს.

სოფო წამოდგა და ბოლოჯერ გადაავლო თვალი მის წინ გადაშლილი არემარეს.
უნდოდა ყველაფერს ნაზად მოხვეულიყო, ჩახუტებულიყო.ამ წამსაც ისე ძგერდა გული,როგორც მაშინ.სახის კუნთებიც მჭიდროდ დაჭიმულიყვნენ,ღიმილი არ ტოვებდა მას.

როდესაც მიხვდა,რომ დრო დადგა, მოშორდა ოცნებებს და რეალობაში დაბრუნდა.

"აჰ რა დრო გასულა~" -გაიფიქრა მხიარულად და როგორც პრინცესა,ისე გაეშურა გარდერობისკენ.

9:30

"ნუთუ ეს მართლა ხდება.ნუთუ ყველაფერი ასე სწრაფად ვითარდება?!იქნებ უბრალოდ მოსწყინდა და ახალი მეგობარი სჭირდება,რომელსაც ჩემში ეძებს?!"

აზრებით გაჭედილიყო სოფოს გონება,რომელიც გზას დაუდევრად ჭრიდა.
სანამ გამოფხიზლდებო,მკლავებზე ძლიერი ზეწოლა იგრძნო.მალე კი უცნობის მკლავებში ამოყო თავი.

სანამ გაანალიზებდა,თუ რა მოხდა,მანამდე მოიხადა ბოდიში.სასოწარკვეთილმა და შეშინებულმა უცნობს ახედა,რომდესაც მიხვდა,რომ ეს გუკი იყო.

-გთხოვ,ფრთხილად!რაზე ფიქრობ, როდესაც შუა გზაზე ხარ? -გუკი ნერვიული ჩანდა,თითქოსდა იმაზე მეტად აღელვებდა ეს ყველაფერი,ვიდნე მას უნდოდა. სინდვილეშიც ასე იყო.არ იცოდა რა დაემართა,მაგრამ ის კი იცოდა,რომ ძალაიან შეეშინდა.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now