24

94 10 0
                                    

ღია ფერებში გაწყობილ ოთახში,სადაც სოფო ბოლთას სცემდა,დაძაბულობა დამკვიდრებულიყო.

-კიდევ ვერ მოიფიქრე რა ჩაიცვა? -იკითხა კედელს მიყრდნობილმა გუკმა და სოფოს თვალებში ჩააშტერდა.

-ვერა...არ ვიცი...ძნელია. -ხელები მძიმედ ჩამოუშვა სოფომ და საწოლზე დაენარცხა.

-ვფიქრობ კაბის არჩევას ამდენი დრო არ სჭირდება.თანაც,დარწმუნებული ვარ, ყველა კაბა გიხდება.თითოეული კაბა გამოკვეთავს შენს სილამაზეს,ამიტომ გთხოვ არ ინერვიულო.

გუკი სოფოს მიუახლოვდა და მჭიდროდ მოეხვია,თან თითები თმებში შეუცურა.

-მართლა მასე ფიქრობ? -სოფომ გუკს ლეკვის თვალებით ახედა,რამაც გუკის სიცილი გამოიწვია.

-რა თქმა უნდა! -მტკიცედ დაეთანხმა გუკი და სოფო მოკლე,თუმცა თბილი კოცნა აჩუქა შუბლზე.

6:00

გაუსწორდნენ თუ არა,საათის ისრები  ერთმანეთს,სოფო ოთახიდან გახარებული გამოვიდა და გუკის თვალწინ დატრიალდა,რათა მეწყვილე კარგად დაკვირვებიდა მას და შეეფასებინა მისი შედევრი.

-შეუდარებელია! -ჩაღიმებით თქვა გუკმა და სოფო ხელი გაუწოდა,რათა კიდევ ერთხელ დაეტრიალებინა.

მართლაც მშვენიერი იყო,როგორც ყოველთვის.

მდიდრული ოქროსფერი სოფოს კანის ფერს ისე ეხამებოდა,რომ მხატვრებსაც გაუჭირდებოდათ ამ სილამაზის სრულყოფილად გადმოცემა.

ოთახში შემომავალი ჩრდილები სოფოს სახეს ისე ეფინებოდნენ და ისე გადაურბენდნენ,რომ მის ლამაზ ღაწვებს და ბაგეებს მეტად თვალსაჩინოს ხდიდნენ.

სწორედ ასე მიიპყრო მან დარბაზში არსებული,უამრავი მაღალი ფენის წარმომადგენელი პიროვნებების ყურადღება.

მათ თვალებს არ ჰქონდათ მეტი სამიზნე,გარდა სოფოს გარეგნობისა.

სოფოს მუქ თვალებში ჩახედვისას კი ყველა მათში იკარგებოდა.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now