38

52 9 0
                                    

12:00

საათის წიკწიკმა აიკლო ყველაფერი. ოთახში დამყარებული სიჩუმე დაარღვია და გუკი ოცნებების მკლავებს,სწრაფადვე მაგოსწყვიტა. 

ცივი თითები ნიკაპს მოაშორა და ერთმანეთში გახლართა.ისე გრძნობდა თავს,თითქოსდა მის გარშემო ყველაფერი გაყინულიყო.

ახლად გაგონილმა ნაბიჯების ხმამ მისი ყურადღება მიიპყრო.თავი ოდნავ შეაბრუნა,რომ სილუეტი დაინახა.მაღალი და ნაცნობი.რა თქმა უნდა,ეს ხომ თაე იყო.

ამ ბოლო დროს ისიც შეცვლილიყო.მისი
ემოციები,აურა,ყველაფერი შეცვლილიყო.
ცოტაც აკლდრა,რომ საერთოდ გარდასახულიყო სხვა პიროვნებაში.

გრძნობდა,რომ რაღაცას მალავდა.რაღაცას განსაკუთრებულს.მაგრამ არ უნდოდა ეკითხა,არ უნდოდა ყველაფერი გაემწვავებია.თუ რაიმე იყო განსახილველი,ხომ აუცილებლად ეტყოდა.

-რას აკეთებ? -ყოველდღიური შეკითხვა,რომელიც მას მოესმა,უკვე ჭკუიდან შლიდა.

-არაფერს... ვფიქრობდი. -წყნარად უასუხა გუკმა და თაეს თვალებში ჩახედა.
უნდოდა უსიტყვოდ მიენიშნებინა,რომ პასუხები სჭირდებოდა.პასუხები ყოველივეზე,რაც მათ გარშემო ხდებოდა.

რომ ვერაფერი მიიღო,დაბნეულ თაეს თვალები მოაშორა და წამოდგა.ოთახიდან ისე გავიდა,თითქოს არც არასდროს ყოფილა იგი იქ.

"რა დაემართა?" -საკუთარ თავს ჰკითხა თაემ,მხრები აიჩეჩა და ისიც ცარიელ კედელს მიაშტერდა.

1:30

-აპირებ უთხრა?

-არამგონია,ჯერ არა.არვიცი რა გავაკეთო თაე...მეშინია.

-რისი გეშინია?

-უარყოფის.მეშინია,რომ ვერასდროს გამიხსენებს.მირჩევნია არაფერი ვუთხრა.

-მაშინ რას აპირებ?ნუთუ ხელჩამოყრილი,ჩუმჩუმად თვალთვალს გააგრძელებ?!შენ თვითონაც იცი,რომ ისე ვერ იცხოვრებ,თითქოსდა გუკი შენს ცხოვრებაში არასოდეს ყოფილა.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now