7

329 31 0
                                    

შემოდგომის ნიავმა ოქროსფერ ფოთლებთან ერთად დარდი და ნაღველი შორს მიმოფანტა.შორს, სადაც ვერც  ვერავის მისწვდება და ვერც ვერავინ ჩაავლებს ხელს.

სოფო ლონდონი სველ ქუჩებში მიაბიჯებდა და პოლაროიდით უამრავ სურათს იღებდა.

გასაკვირი მხოლოდ ის არის,რომ პოლაროდის ვინაობა,სოფომ არ იცის.მეთორმეტე დაბადების დღის საღამოს,კარის წინ იპოვა,ლამაზ ყუთში შეფუთული.დღემდე თან დაატარებს და ისე უვლის,თითქოსდა მისი ცხოვრება მასზე იყოს დამოკიდებული.

უგემრიელესი საკვების დაგემოვნების შემდეგ,რომელსაც ნამდვილად შეეძლო შემოდგომის გემოს გადმოცემა და უმშვენიერესი შემოდგომის ზეგავლენით გაოქროსფერებული არემარეს თვალიერების შემდეგ,სოფო წამით გაჩერდა და გადაწყვიტა შემოდგომა დანარჩენი სამი გრძნობით შეეგრძნო.

ჯერ ღრმად ამოისუნთქა და ჩაისუნთქა;ფოთლების მხიარულ შრიალს ყური უგდო,შემდეგ ერთ-ერთი მათგანი აიღო და ნაზად მოუჭირა ხელი.ფოტოლი ხმაურიანად ჩაიფშვნა ხელში და ძირს დაიყარა. 

მან თვალები გაახილა და გაეღიმა.არა მხოლოდ იმის გამო რომ ამ სიამოვნებას მოესწრო,არამედ იმის გამოც რომ ცოცხალია. ცოცხალია და შეუძლია დაინახოს,შეეხოს და შეიგრძნოს სიცივე, მხიარულება, ტკივილი...სიყვარული.

ემოცია ხომ ერთ-ერთი რამაა რის გამოც ადამიანს ადამიანი ჰქვია.განა ასე არ არის?

სანამ დაღამდებოდა გადაწყვიტა სადმე ჩამომჯდარიყო,ცხელი ყავით სხეული გაეთბო და სურათებისთვის თვალი შეევლო.მისი თვალები ცაზე ნაადრევად ამოსული ვარსკვლავების მსგავსად ბრწყინავდნენ.

ყავის დალევა რომ დაასრულა გადაწყვიტა გადაწყვიტა ბოლო სურათი გადაეღო.სამწუხაროდ გვერდით არავინ ჰყავდა,რომ დახმარება ეთხოვა,ამიტომ იგი დადგა და არემარეს თვალი შეავლო,იმ იმედით,რომ ვინმე საიმედოს მოკრავდა თვალს.ამასობაში კაფედან ახალგაზრდა ყმაწვილმა გამოაბიჯა და ახლომახლოს გაჩერდა. 

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now