36

57 10 0
                                    

2:00

ისევ ისე ილეოდა;ისევ ისე იფანტებოდა იმედი,გულის კარიბჭის ირგვლივ. თითქოსდა სადღაც ახლოს იყო,ახლოს შესასვლელთან.თუმცა,ბოლთას სცემდა,როგორც აღელვებული სხეული.

პატარა,გაუბედავი და ამავე დროს,ძლიერი ნაბიჯებით მიიწევდა სოფო წინ.იმის იმედით,რომ მას კიდევ ერთხელ შეხვდებოდა.მხოლოდ ამის იმედით.

თუცა,განა მის გულში,ყველაფერი მშვიდად იყო?!

არც სიმშვიდე სუფევდა იქ,ვერც ქაოსმა შეძლო,ასპარეზზე გამოსვლა.

2:04

თაე და გუკი მაგიდასთან ისხდნენ და ჯეირანს ისე თამაშობდნენ,თითქოსდა წაგების საფასური,სიცოცხლე ყოფილიყო. 

მოგებით,გუკი იგებდა,თუმცა მეგობარი შეეცოდა და ოდნავი სინანულის გრძნობით,რამდენიმე ხელი დაუთმო.

-აჰა! -შესძახა თაემ და გუკს ანთებული თვალებით,ამაყად გახედა.

"რა საყვარელია"

გაიფიქრა გუკმა და მანაც გაუღიმა.

"ნეტავ მეტი რამ მახსოვდეს შენზე"

-რაზე დაფიქრდი მოულოდნელად? -თაე გუკს შესცქეროდა,თვალებში კი გაკვირვების ტალღები მოჩანდა.

-აა...არაფერზე!უბრალოდ რაღაც გამახსენდა,არაფერია.

როგორი დამაჯერებელი იყო ეს სიტყვები, მისი ორაზროვანი ღიმილით დაფარულნი.

-გინდა გავისეირნოთ? -შესთავაზა თაემ და გაიკრიჭა.

-კი! -წამოხტა გუკი და გახარებული შევარდა თავის ოთახში,თაემ კი თავი აქეთ-იქით გააქნია,"ოხ ეს ბავშვიო" გაიფიქრა და ისიც თავის ოთახში შევიდა.

2:30

სანამ მზის სხივები ჯერ კიდევ თამაშობდნენ,მანამ ასე ბრწყინავდა გუკის,თითქოსდა ახლად დაბადებული თვალის ბროლები.

გუკმა პოლაროიდი მოიმარჯვა,როგორც ადრე და თაეს ხელით ანიშნა,რომ გაეღიმა.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now