25

78 11 0
                                    

3:00

შეისვენა თუ არა საათის ისარმა სამთან,სოფო სულმოუთქმელად გაიქცა და ფუმფულა ღვეზელს თვალი შეავლო.ტუჩები აილოკა და ხელთათმანებში მოიმარჯვა.

ამ დროს კი სამზარეულოში გახარებული გუკი ადამიანი შემოვიდა და თან ორ საყვარელ არსებას დახედა... პირველს,სოფოს და მეორეს,ღვეზელს.

-მმმ! -შეიცხადა გუკმა და ღვეზელი კოდევ ერთხელ კარგად შეათვალიერა და შემდეგ განაგრძო.

-ძალიან გემრიელად გამოიყურება და დარწმუნებული ვარ,რომ არის კიდეც.

-რა თქმა უნდა,მე გამოვაცხვე! -ცალი წარბი ასწია სოფომ და გუკს ამაყად გახედა.

სოფომ ღვეზელები რამდენიმე ლანგარზე ლამაზად დააწყო და თან თავისი ნახელავის შემხედვარე,გულში და გონებაში თავს იქებდა.

როდესაც ბოლო ლანგარზე მუშაობდა,უეცრად სითბო იგრძნო.
ნაცნობი სითბო,რომელიც ასე უჩქარებდა გულს,ასე ახვევდა თავბრუს და ასე უკარგავდა ფუნქციონირების საშუალებას.

გუკმა მჭიდროდ მოხვია დიდი ხელები სოფო წელს და ნიკაპით მის მხრებს დაეყრდნო.

სოფომ საქმიანობა წამით მიატოვა და ნელ-ნელა შემობრუნდა.გუკს თვალებში ჩახედა,მზერით კი მიანიშნა,რომ მის ბაგეებსაც სჭირდებოდათ შეეგრძნოთ ის სითბო,რასაც დანარჩენი განიცდიდა.

-დღეს ძალიან თვალისმომჭრელი ხარ.

გუკი დაიხარა და შუბლზე აკოცა.

-როგორც ყოველთვის. -დაუმატა სოფომ და გუკს თვალი ჩაუკრა.

4:52

დრო ასე არასდროს არ გაწელილა. თითქოსდა,საათის ისრებს წლები  დატყობიათ და შენელებულან.

ნამჯუნი დიდ დარბაზში ბოლთას სცემდა და თან ანერვიულებული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.

ფეხსაცმლის ძირების ხმა მთელს არემარეს მოსდებიდა.ექოს მიეტანა ეს ხმა  ყველგან.რათა სხვებსაც სცოდნოდათ ნამჯუნის განერვიულების ამბავი.

-ძვირფასო ყველაფერი რიგზეა?! -მასთან მივიდა ქალბატონი და მხარზე ნაზად დაადო მტევანი.

-გუკი იპოვეს...მან იპოვა!

მოულოდნელად სიჩუმე ჩამოვარდა. ქალბატონმა გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი და ნამჯუნს დაბნეულმა კითხა:

-ჩვენ არაფერი გვემუქრება,ასე არ არის?

-არ ვიცი,არა!...არვიცი რა მოხდება და ეს ყველაზე მეტად მაშინებს.არ მინდა გუკს რაიმე დაემართოს,არც შენ.

-მაშინ რა უნდა მოვახერხოთ,რომ გუკთან ვერ მიაღწიოს? -ბაგეების თრთოლვით იკითხა ქალბატონმა და ნერწყვი კვლავ მძიმედ გადაყლაპა.

-ვეცდები დავეწიო.უკან გავყვები და დავაკვირდები.არ ინერვიულო.

-ხო მაგ- -ნამჯუნმა მას სიტყვა გააწყვეტინა და სანამ დარბაზს დატოვებდა განაგრძო:

-არ ინერვიულო.ყველაფერი კარგად იქნება.

და მან დატოვა დარბაზი,ღიმილით.თუმცა ეს უბრალო ემოცია იყო,რომელიც სინამდვილეს ალამაზებდა.ალამაზებდა და თან ფარავდა.ფარავდა შიშს,სინანულს და არეულობას,რომელიც გონებაში დაბუდებულიყო.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora