37

62 11 0
                                    

საათის ისრები დაღლილიყვნენ, შენელებულიყვნენ.ახლა ყველაფერი მეტად ნელი ეჩვენებოდა სოფოს.

ვერც კი წარმოედგინა,თუ თაე,რომელიც კარებში,თან აუხსნელი,თან გახარებული გამომეტყველებით იდგა,მისთვის ასეთი სიხარილის გამომწვევი მიზეზი ოდესმე გახდებოდა.

ნელ-ნელა,მის წინ მგომი თაეს,სახეზე ვეებერთელა ღიმილი მოედო.სოფოს სწრაფად ჩაავლო მკლავში ხელი და მჭიდროდ მიიხუტა.

არაფერი უთქვამს,არც ერთი ბგერა არ გაუგონია მისგან,მხოლოდ და მხოლოდ მისი გულის ძგერა ესმოდა — დაძაბული და ამავე დროს,ჩვეულზე მეტად სწრაფი.

-ამ მომენტამდე ვერც კი მივხვდი,როგორ მომენატრე! -კიდევ ერთხელ გაიკრიჭა თაე და ამჯერად სოფო სახლში შეიპატიჟა. 

ნუთუ ეს მართლა ხდებოდა,ეს მომენტი,ეს წუთები...არარეალური ჩანდა.ზედმეტად იდეალური,რომ რეალური ყოფილიყო.

ნუთუ მართლა ნახავდა მას,ამდენი ხნის შემდეგ?!

გულში სიხარული გარდა სხვა რამ იწვოდა,ის გრძნობა,ის ემოცია,რომელიც მოსვენებას არ გაძლევს,სახელად — ეჭვი.

ფიქრობდა რაღაც რიგზე არ იყო,რაღაც აკლდა,იქნებ ზედმეტიც იყო რაიმე,თუმცა ჯერ თვითონაც ვერ გაერკვია რა ხდებოდა,სანამ ის არ დაინახა.

როგორც იქნა,კვლავ შეეძლო დაენახა,მისი ყოვლისმთქმელი თვალები, ცნობისმოყვარე გამომეტყველება, რომლითაც მას შესცქეროდა,ის მონატრებული ბაგეები,მთელ გალაკტიკაზე ლამაზი,ვარსკვლავებივით მოციმციმე ბროლები.

გუკის თვალებში დაკარგული სოფო, წამოხტა,მისკენ გაიქცა და რა ძალა და ღონეც ქონდა,იმით მოეხვია.

მან ვერაფერი იგრძნო.

მოუოდნელად დაძაბულობამ დაიდგა გვირგვინი თავზე და ის სიხარული,რაც სოფოს გულში დარჩენილიყო, დაუნდობლად გაესრისა.

ვერ იგრძნო მისი ძლიერი მკლავების შეხება...არც აჩქარებული გულის ნამღერი ჩაესმა ყურში.

თითქოს ეს გუკი სულაც არ ყოფილიყო.

"არა,არა!" -გაიფიქრა სოფომ.

გუკის სხეულს მოშორდა თუ არა,მისი გაკვირვებული სახე დაინახა.თითქოსდა, ვერ ეცნო ის,ვინც მის წინ იდგა.ვერ ეცნო ის,ვისგამოც ყველაფერზე იყო წამსვლელი.

-უკაცრავად,გიცნობთ?

ალბათ ეს ის სიტყვები იყო,რომელსაც ახლა ყველაზე ნაკლებად მოელოდა.

თითქოსდა,გულში ხანჯალი ჰქონდა გარჭობილი,მაგრამ ვერაფერს გრძნობდა.

სასოწარკვეთილმა თაეს გახედა,თვალებით სთხოვდა,რომ ეთქვა ეს ყველაფერი ტყუილი იყო.კოშმარი იყო,რომელიც მალე დასრულდებოდა.

-გუკ,გთხოვ ცოტახნით მარტო დაგვტოვე.

ხელის ნელი მოძრაობით ანიშნა კარებისკენ თაემ,ისე,რომ სოფოსთან დამყარებული თვალი კონტაქტი არც კი გაუწყიტავს.

გავიდა თუ არა გუკი,მაშინვე გაწყდა აქამდე გაბატონებული დუმილი.

-რა ხდება,ნუთუ ვერ მცნობს,რა დაემართა? -ბაგემთრთოლვარემ, აკანკალებულმა იკითხა და თაეს მიუახლოვდა.

ნელ-ნელა,თავიდან შეუმჩნევლად,თვალები აეწვა,ცრემლით გაევსო.

არ იცოდა თაემ,თუ რა ეთქვა,როდესაც სოფო ასეთ მგომარეობაში დაინახა.

რა თქმა უნდა ელოდა,მაგრამ არა,ყველაფრის თქმამდე.

7:00

მოსაღამოვდა.

ყველაფერი თავის ძველებურ რითმს დაუბრუნდა.

დარაბებიდან კარგად მოჩანდა მარტოდ მჯდომი გუკი.განა მასზე მშვენიერი ხედი სოფოსთვის რა,ვინ უნდა ყოფილიყო?!

ნუთუ ამ მომენტიდან მუდამ ასე უნდა ეცხოვრა;ნუთუ თვალთვალით უნდა
დამტკბარიყო მისი არსებობით?!

ერთი შეხება,ერთი გამოხედვა...ახლა უკვე მიუღწეველი იყო.

მისი ცხოვრება,ხომ ამ დღესავით შეიცვალა — კაშკაშა ყვითელი მზის წლები, წითელმა მზემ,ლამაზმა დაისმა ჩაანცვლა. 

"მაგრამ გპირდები გუკ...როდესაც ღამე დადგება,მომენტი,როდესაც ყველაფერი დასასრულს უახლოვდება ხოლმე,ჩვენი ბედნიერი დასაწყისი იქნება."

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now