12

180 19 0
                                    

რას გრძნობს ადამიანი,როდესაც გონია,რომ არსებობის რამდენიმე წმები დარჩა და მალე ყველაფერი დამთავრდება?

ალბათ ზოგი ითიშება,ან პანიკაში ვარდება.ადამიანს გააჩნია.

გუკს ამ საკითხზე წამით გაფიქრების საშუალებაც არ ჰქონდა,რომდესაც თვალებში,მისი აზრით,საბოლოოდ დაუბნელდა.

მოგონებები უსასრულო წყვდიადშიც კი პოულობდნენ არსებობის წყაროს, საშუალებას.ისინი უკვე მერამდენედ დარბოდნენ გაუჩერებლად,გუკის ქვეცნობიერში,თუმცა ამჯერად ძალზე ღრმად,ვიდრე სჩვევიათ ხოლმე. სამაგიეროდ ისინი ახლა უფრო გამოკვეთილნი და ლამაზები არიან.

გუკი,რომ ფხიზელი ყოფილიყო გაუკვირდება ასეთი რამ.უკვე მტკივნეული მოგონებების,პატარა უსუსური ბავშვივით ცქერას მიჩვეული იყო.

1:45

საავადმყოფლს პალატაში,მზეს კაშკაშა სხივები დაუნანებლად გამოეჩინა და არემარეს,ყოველგვარი დაძაბულობის ფონზე,ცოტაოდენ ჟრიამულებას და სითბოს სძენდა.

ლარნაკში ჩაწყობილ ყვავილებს მოეწყინათ და თავები მორცხვად დაეხარათ,როგორც მათი პატრონი, რომელიც სავარძელში უმიმიკოდ იჯდა და მძინარე გუკს ცივად შეჰყურებდა.

-საერთოდ აქ რა მინდა?! -ჰკითხა სოფომ  საკუთარ თავს და ცალი წარბი ასწია.

კომფორტული სავარძელიდან სოფო ნელა წამოდგა და გუკს მიუახლოვდა და მისი სახის ნაკვთების შესწავლა დაიწყო, თითქოსდა არასდროს ენახა.

-ნუთუ ეს მართლა შენ ხარ..გუკ?! -კვლავ პასუხგაუცემელი კითხვა იკითხა სოფომ და გუკს მოშორდა,თუმცა სანამ გავიდოდა უნდოდა მისთვის კიდევ შეეხედა,ამიტომ მობრუნდა და უსუსურ სხეულს კიდევ ერთხელ დააკვირდა.ამ დროს გუკმა თითი აამოძრავა,რამაც სოფო შეაშფოთა.

სოფო სწრაფად გამოვიდა პალატიდან და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა შენობა.როდესაც
საავადმყოფოს ჩამოშორდა,ნაბიჯი შეანელა და გულზე ხელი დაიდო რათა დაეწყნარებინა.ამასობაში ზარის ხმა შემოესმა,მობილური ჯიბიდან გაყინული ხელით ამოიღო,თუმცა როდესაც ზარის პატრონს დახედა,გული გაუთბა.

-ალო!ქაი როგორ ხარ,აქამდე რატომ არ დამირეკე,კარგად ხარ? - კითხვები ისე აღელვებულმა მიაყარა,რომ გეგონებოდათ მარათონი გაირბინა.

-მგონი ბოლო კითხვა მე უნდა გკითხო.

მობილურიდან ქაის სიცილის ხმა გაისმა თუ არა,სოფოს მასთან გატარებული სასიამოვნო მოგონებები გაახსენსა და ნოსტალგია შემოაწვა.

-სოფოო აქ ხარ?! -კითხა სოფოს გაკვირვებულმა ქაიმ  და ხმას საყვარელი და ტონი შესძინა.

-კი,კიაქ ვარ!მაპატიე უბრალოდ ცოტახნით მოგონებებმა გამიტაცეს. -ჩაეცინა.

სოფო,მობილურით ხელში ნელა მიაბიჯებდა და თან სიცილით უსმენდა ქაის ხუმრობებს,ისტორიებს,მის გარეშე გატარებული დროის მოგონებებს და მეტად ენატრებოდა ის,თუმცა მისი გრძნობების ჭეშმარიტებას კვლავ, უნებურად ეჭვის ქვეშ აყენებდა.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz