1

1.9K 66 4
                                    

-ერთი..ორი..სამი..ვეშვები!

შავებში გამოწყობილი ახალგაზრდა ძირს დაეშვა და ტერიტორია ეჭვის თვალით დაათვალიერა.როდესაც დარწმუნდა,რომ მარტო იყო ორი თითი ყურთან მიიტანა.

-პერიმეტრი სუფთაა!

-მშვენიერია,თუმცა ფრთხილად!დიდი დრო არ გვაქვს.

-გასაგებია,ვიწყებ.

ახალგაზრდამ ხელები ძირს ჩამოუშვა და ხელთათმანები შეისწორა.

დიდ ვიტრინას მიუახლოვდა თუ არა, მასზე დაკვირვებას და დაცვის ტექნიკის შესწავლას შეუდგა.
შემდეგ ყველაფერი პარტნიორს მოახსენა,რომელმაც დაცვის გაუნვებელყოფაზე იზრუნა.

-მზადაა გუკ.შეგიძლია საქმეს
შეუდგე.

-მადლობა.იმედებს არ გაგიცრუებ,იუნგი!

ახალგაზრდა მინის ყუთს ფრთხილად მიუახლოვდა და ცივი,გამოუცდელობისგან აკანკალებული ხელებით მოაშორა იგი ძვირფას ნივთს.

გუკი წამიერად შეჩერდა.ფიქრობდა იმ დროზე,როდესაც იგი ვერც კი წარმოიდგენდა,თუ რაზე წასვლა დასჭირდებოდა შავი მარგალიტის ხელში ჩასაგდებად.

ფიქრებში გართულს ხმა შემოესმა,დაფრთხა და შემობრუნდა თუ არა ფანრის ნათება დაინახა. ბიჭმა მარგალიტს დაავლო თუ არა ხელი,იგი დაცვამ შენიშნა და მთელი ძალით უცნობისაკენ გაიქცა და თან დაიყვირა:

-ჰეი შენ!

თუმცა უკვე გვიანი იყო,მან ვერ შესძლო ქურდი დაეჭირა,ვერც მისი დანახვა მოასწრო.

-ჩვენ ეს შევძელით იუნგი! -სიხარულით გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა გუკი იუნგის და თან ისიც ეტყობოდა,რომ ამ სიხარულთან ერთად შიშით კანკალებდა.

-წავიდეთ,დაგვაგვიანდება. -თქვა იუნგიმ და პარტნიორს ზურგი ისე შეაქცია,თითქოსდა სასეირნოდ იყვნენ გამოსულები.

შავი ჟილეტები,კეპები და ტყავის ხელთათმანები ნაგვის ურნაში მოისროლეს და ცეცხლი წაუკიდეს. სანამ ხალხის ყურადღება ურნაზე იყო გადატანილი ისინი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდნენ.. უგზო-უკვლოდ აორთქლდნენ.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now