⭐️

9.5K 431 159
                                    

ჯიმინი ეჭვობდა, რომ ადრე აქ იმყოფებოდა, მაგრამ საერთოდ ვერ ცნობდა ადგილს. ბუნდოვანი მოგონება, არა უმეტესი. ოკეანე, სერი ქვები, კლდეები... ეს აქ უნდა ყოფილიყო.

რა თქმა უნდა წინა ჯერზე ის საჭესთან არ იჯდა,არამედ მისთვის განკუთვნილ უკანა სავარძელში.

ოკეანის ხედი მანქანიდან შესანიშნავი იყო. ისინი ზღვის პირას მიდიოდნენ.

წინა ჯერზე, სწორედ აქ იყო. ზუსტად ამ ადგილას. მასთან ერთად. ეს დიდი ხნის წინ იყო, ოთხი წელი გავიდა. სხვა ცხოვრებაში.

მუხლზე ხელი ედო. ჯიმინი სასიამოვნო სითბოს გრძნობდა შარვლის მიღმა. მაგრამ მხოლოდ სითბოს, მეტს არაფერს. მასთან ყველაფერი სხვანაირად იყო. მასთან განსაკუთრებული გრძნობა იყო. ზოგიერთი სიყვარულსაც კი უწოდებდა, მაგრამ სიყვარული საკმაოდ ფართო მცნებაა. იქნებ არსებობს კიდეც ისეთი სიტყვა, რომელიც აღწერდა იმას, რაც მათ შორის იყო.

სიყვარული - ეს მფლობელობაა, სიყვარული -ეს დევნაა. სიყვარული -ეს მისით შეპყრობაა. სიყვარული ეს ყველაზე უარესია, რაც კი შეიძლება თავს გადაგხდეს.


Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Место, где живут истории. Откройте их для себя