თავი 71

3.6K 229 577
                                    

ძალიან დიდი თავია და შეიძლება ბოლომდე არ გაგიხსნათ, ასე რომ თუ რამეა დააკომენტარეთ და ვიზამ რამეს:დდ  


სერჟანტმა ერიკ ლილანდმა გადაწყვიტა გემბლების სახლში გაევლო გზად. შეტყობინება ოფისში გუშინ საღამოს  მიიღეს, თუმცა არც ისეთი სასწრაფო ჩანდა, ამიტომ მეორე დილამდე დალოდება შეეძლო. თანაც, თუ მოხუცი მაკდაფი შეცდა ან რაიმე მოეჩვენა, ის ნამდვილი იდიოტი გამოჩნდება, თუ გებლების სახლში საღამოს ათ საათზე შეიჭრება.

-ეს გემბლების ოჯახი მე საეჭვო მეჩვენა თავიდანვე, -აღნიშნა ნენსიმ. -როდესაც გადმოვიდნენ, როგორც მიღებულია, პეროგით მივედი მათთან, მაგრამ არც ისე თავაზიანად მიმიღეს. მისის გემბლიმ - მოთმინებით, მაგრამ მისი ქმარი... ის არც ისე თავაზიანი იყო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ შვილიშვილად მერგება. მათ ასევე საყვარელი პატარა ბიჭი ყავთ, მას ჯერ კიდევ არ შეუძლია სიარული...

რესჟანტმა ლილანდმა ჩაახველა, და ამით მიანიშნა, რომ სულაც არ აინტერესებს ბავშვი დადიოდა თუ არა.

-ხოდა, საქმე იმაშია, რომ მისის გემბლი ბავშვთან ერთად არსად გადის. არც ერთხელ - გიმეორებთ სერჟანტო, არც ერთხელ! - არ მინახავს, რომ მათ სახლი დაეტოვებინოთ. ისინი სადღაც წავიდნენ პირველ დღეს, და ეხლა უკვე მთელი კვირაა სახლში სხედან. და იქნებ ამ არასასიამოვნო მისტერ გემბლმა ისინი...

-დახოცა? -შეშფოთდა სერჟანტი.

-ღმერთო დიდებულო! არა, რა თქმა უნდა! ისინი სახლში არიან. მე ვხედავ... ფანჯრებში, -გაუბედავად აღიარა მისის მაკდაფმა, რომ მეზობლებს უთვალთვალებდა, -და გემბლიმ გუშინ მოიტანა საფენების შეკვრა. მაგრამ ეს უცნაურია. არ გეჩვენებათ ასე, სერჟანტო ლილანდ? იქნებ მას ისინი ძალით ყავს გამოკეტილი? ემუქრება?

-ისინი ხომ არაფერს არღვევენ, მისის მაკდაფი. ყველას აქვს უფლება სახლიდან გავიდეს ან არ გავიდეს. რომ ყოფილიყო იმის ნიშნები, რომ ის, ასე ვთქვათ, ცოლს და შვილს სცემს...

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now