თავი 48

1.8K 223 114
                                    

დასვენების  დღე იყო - მოკლედ, ჯიმინისთვის სულერთი იყო: სწავლა ჯერ კიდევ არ დაწყებია, სამსახური კი ჯერ კიდევ არ უპოვნია. ამის შესახებ მას მოკლე საუბარი ქონდა ფილიპთან, მან რაღაც იდეები შესთავაზა და შეპირდა იაპონიაში ჩამოსვლის შემდეგ დახმარებას. ჯიმინს ოდნავ ამშვიდებდა ის აზრი, რომ ისევ შეეძლო ფინანსებით დაკავება, მაგრამ მხოლოდ ოდნავ: ის არ იყო დარწმუნებული, რომ სწავლის გაგრძელებასთან ერთად, იმდენის გამომუშავებას შეძლებდა, რომ გადაეხადა დარჩენილი წლის გადასახადი ეკონომიკის სკოლის.

ზოგჯერ ის ფიქრობდა ტოკიოდან წასვლას. მხოლოდ სწავლა აჩერებდა, და უფრო მეტად სხვა ადამიანების მიმართ ვალდებულება. ბაკალავრის დიპლომი ხელში ჰქონდა, მაგრამ  ჯიმინმა ჯერ კიდევ წინა წლის ბოლოს შეიტანა განცხადება მაგისტრატურაზე. ის ოც ადამიანში მოხვდა რამდენიმე ათასი პრეტენდენტიდან, და ეს რაღაცით ვალდებულს ხდიდა. 

ჯიმინი ფილიპის სახლიდან გამოვიდა, რომ  საჭმელი ეყიდა. ამინდი კარგი იყო, ამიტომ გადაწყვიტა ფეხით გაევლო. პირველ დღეებში უჩვეულო იყო ქუჩებში სიარული, ის მსუბუქ ღელვას განიცდიდა ქუჩაში მარტო მყოფი. ჯიმინი თავს არწმუნებდა, რომ არაფერი ჰქონდა შესაშინებელი, მაგრამ ეს გაუაზრებელი შიში იყო.

შაბათი დღის დილას ქუჩა ცარიელი იყო. ჯიმინმა პატარა პარკისკენ შეუხვია -იქიდან წასვლა გაცილებით სასიამოვნო იყო, ვიდრე უბრალოდ გზაზე. ის აქ იყო წინა კვირას, მაგრამ სხვა დროს ხალხიც საკმაოდ ბევრი იყო, დარბოდნენ და ყვიროდნენ ბავშვები. მასზე ამან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. არა, მას არ აღიზიანებდა სხვისი ბედნიერება, მათი არ შურდა, მშვენივრად ესმოდა,რომ ყველა  ეს ოჯახებიც არ არიან სინამდვილეში ბედნიერები და ცხოვრებით კმაყოფილები, და ბავშვებიც მასში უფრო მეტად დაძაბულობას იწვევდა, ვიდრე ინტერესს, მაგრამ მათ ცხოვრებაში რაღაც გარკვეული მაინც იყო. ამ ხალხს ადგილი ქონდათ სამყაროში.  თვითონ კი თითქოს ყველასგან განცალკევებული იყო.  ერთადერთი ადამიანი, რომელიც ახლობელი იყო მისთვის, ყველაზე საშინელი მტერი აღმოჩნდა,თუმცა იქამდეც არ გრძნობდა, რომ უფლება ქონდა მასთან ყოფნის.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now